სამი ნაბიჯი და ხელებზე ლაქები და ნაოჭები შემცირდება!

სამი ნაბიჯი და ხელებზე ლაქები და ნაოჭები შემცირდება!
სიბერის პირველი ნიშნები ხელის მტევნისა და ფეხის ტერფის კანზე ჩნდება. ეს იმის გამო ხდება, რომ ამ ზონებზე ყველაზე ნაკლებია ცხიმოვანი ფენა.

სამწუხაროდ, ბევრი სათანადო ყურადღებას არ უთმობს აღნიშნულ ზონებს და მხოლოდ სახის კანის მოვლაზე ზრუნავს. წარმოგიდგენთ მარტივ საშუალებას ხელებიდან ნაოჭებისა და ასაკისთვის დამახასიათებელი ლაქების მოსაშორებლად:

  • ნაბიჯი 1
    იმისთვის, რომ კანმა კარგად შეიწოვოს სინოტივე, ჯამში ჩაასხით გასაძლებად ცხელი/საკმაოდ თბილი წყალი. შემდეგ დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და დაილბეთ ამ ხსნარში ხელები 10-15 წუთის განმავლობაში. ეს პროცესი არბილებს კანს და ტენის შეწოვას უწყობს ხელს.


  • ნაბიჯი 2
    ამის შემდეგ, გამოწურეთ ნახევარი ლიმონი და მიღებულ წვენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი (შეგიძლიათ მეტი შაქარიც დაამატოთ სკრაბის მისაღებად, ეს დამოკიდებულია ლიმონის წვენის რაოდენობაზე). შეურიეთ ერტმანეთს და მიღებულ ხნარში ჩააწეთ ბამბის დისკი. დისკით ნაზად დაიზილეთ ხელები და თითები. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. ლიმონი საოცრად ეფექტურია ასაკობრივი და მზის ლაქების გასაფერმკრთალებლად, ასევე მსუბუქი ნაოღების მოსაშორებლად. ის ასევე კარგად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს.


  • ნაბიჯი 3
    ჩააწყვეთ ხელები თბილი რძით სავსე ჯამში 10-15 წუთით. თუმცა ჩვენ გირჩევთ, რომ ლიმონის ნაჭერი ჩაალბოთ თბილ რძეში 1-2 წუთით, შემდეგ კი ამ ნაჭრით ნაზად დაიზილოთ ხელები და თითები. დროდადრო კვლავ ჩააწეთ ლიმონის ნაჭერი რძეში და გააგრძელეღ ეს პროცესი, წრიული მოძრაობებით, დაახლოებით 1-2 წუთი, შემდეგ კი დაიბანეთ ხელები.


    რძემჟავა არაჩვეულებრივი, ნატურალური ექსფოლიატორია, რომელიც შთანთქავს მკვდარ უჯრედებს და ჩვენს კანს რბილს და გლუვს ხდის. რძე შეიცავს ცხიმებს, რომლების ატენიანებს კანს, ასევე კალციუმს, ა და ე ვიტამინებს, რომლებიც კვებავს კანის და ფრჩხილის უჯრედებს.