სახის გამწმენდი იაფი და მარტივი სკრაბი - მზადდება ნახევარ წუთში!

სახის გამწმენდი იაფი და მარტივი სკრაბი  - მზადდება ნახევარ წუთში!
სახის კანის გასაწმენდად იაფი და მარტივი საშუალებაა შვრიისა და მწვანე ჩაისგან მომზადებული სკრაბი. ის ასუფთავებს, კვებავს, ატენიანებს კანს და რაც მთავარია მისი მომზადება ადვილია.

დაგვჭირდება:
  • 2 - 3 ს/კ შვრიის ფანტელი
  • 1 - 2 ჩ/კ მწვანე ჩაი


გამოყენების წესი:
2 - 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი და 1 - 2 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი დაფქვით საფქვავში და შეინახეთ შუშის ჭურჭელში. გამოყენების დროს საჭირო რაოდენობის ნარევი დაიყარეთ ხელის გულზე, დაამატეთ მცირეოდენი წყალი, რომ დასველდეს და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით, გაიმშრალეთ და წაისვით კრემი, რომელსაც იყენებთ. ამ ნარევით სახის დაბანა შეგიძლიათ კვირაში 1 - 2 - ჯერ.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი