როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე 40 წლის შემდეგ: Beauty-საიდუმლოებები

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე 40 წლის შემდეგ: Beauty-საიდუმლოებები
რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, გსურთ, მუდამ კარგად გამოიყურებოდეთ. კომპლიმენტებისა და აღტაცებული მზერის უკეთესი ხომ არაფერია! თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, რთულია, შეინარჩუნო ახალგაზრდობა. 25 წლის მერე უკვე ჩნდება კანის დაბერების პირველი ნიშნები. როგორ გავაჩეროთ დრო და გავახანგრძლივოთ სილამაზე და ახალგაზრდობა - იხილეთ რჩევები ჩვენს დღევანდელ სტატიაში.

  • კანის კარგი მდგომარეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჰორმონებს, რომლებიც ასაკთან ერთად იკლებს. თუმცა, ხელს ნუ ჩაიქნევთ: არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც ხელმისაწვდომია თანამედროვე ქალისთვის. მთავარია, გქონდეთ კარგად გამოყურების სურვილი, დრო და ფინანსური შესაძლებლობები. ფინანსური ხარჯი არც თუ ისე დიდია, როგორც წარმოგიდგენიათ, თუ საქმეს დროულად და სწორად მიუდგებით.


  • არსებობს მარტივი წესები და რეკომენდაციები სახის, ქუთუთოების, ყელისა და დეკოლტეს ზონის მოსავლელად 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის. მნიშვნელოვანია, ფიზიკური დატვირთვის სტაბილიზირება მოახდინოთ. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დილის ვარჯიში ან გარბენი, საღამოს გასეირნება სუფთა ჰაერზე, იოგით დაკავება, ცურვა ან თუნდაც სამსახურიდან სახლში ცოტათი ფეხით გასეირნება.

  • ქალს უნდა ახსოვდეს, რომ მზეში სეირნობა კანისთვის საზიანოა. წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდში კი - სასარგებლო, ამ დროს ჰაერი ბუნებრივად არის დატენიანებული და კანზე დადებითად ზემოქმედებს.


  • აუცილებლად უნდა გაამდიდროთ რაციონი ახალი კენკრით, ხილით, ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით, თევზით, ზღვის პროდუქტებითა და მწვანილით. ჩამოთვლილი პროდუქტები გკვებავთ, შესაბამისად, კანს კვებავს ვიატმინებით, ანტიოქსიდანტებითა და მიკროელემენტებით.


  • ქალი, რომელიც თავს უვლის, არასოდეს ივიწყებს სუფთა წყალზე, რომლის მიღებაც 1 კილოგრამზე 30 მლ რაოდენობით არის რეკომენდირებული.

  • ის არ იღებს ალკოჰოლს, არ ეწევა, ზღუდავს ცხიმიანი, შემწვარი საკვების, ცომეულისა და ტკბილეულის მიღებას. თუმცა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ქალი შიმშილობს ან დიეტაზეა - ეს უბრალოდ ცხოვრების ჯანსაღი წესია!