სხეულის ნაწილები, რომლებიც ქალის ასაკს გასცემს

სხეულის ნაწილები, რომლებიც ქალის ასაკს გასცემს
ასაკობრივი ცვლილებების ნიშნები ქალისთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა. თითოეულს სურს, შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე და ცდილობს, ნაოჭები მაკიაჟით დაიფაროს. ამასთან, ივიწყებს, რომ ბერდება არამხოლოდ სახე. არის სხეულის რამდენიმე ნაწილი, რომელიც ასაკს გასცემს. მიაქციეთ მათ ყურადღება და ეცადეთ, საგულდაგულოდ მოუაროთ. მოატყუეთ დრო და გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა.

დეკოლტეს ზონა
ძირითადი მტრები - მზეზე დიდ ხანს ყოფნა, დატენიანების უგულებელყოფა, მაღალი ბალიშები და მოზრილი ზურგი. პიგმენტაცია, ნაოჭები და კანის სიმშრალეც გასცემს ასაკს.

რა მოვიმოქმედოთ: დალიეთ მეტი წყალი და ნატურალური წვენი, ყოველდღიურად გამოიყენეთ SPF-დაცვა.

თმა

რაც უფრო ხანშიშესულია ქალი, მით უფრო ფუჭდება თმა: ჭაღარავდება და კარგავს უწინდებურ მბზინვარებას.

რა მოვიმოქმედოთ: რაციონში ზომიერად დაამატეთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინის კომპლექსი, სეზონური კენკრა და ზღვის ცხიმიანი სახეობის თევზი. გადადით შამპუნებზე, რომლებიც სულფატს არ შეიცავს, გამოიყენეთ პროტეინის სპრეები, ჩაიტარეთ თავის მასაჟი და გაიკეთეთ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ნიღბები.

იდაყვები და მუხლები

სხეულის ეს ნაწილები, რომლებიც ასაკს გასცემენ, არც თუ ისე შესამჩნევია, მაგრამ ძალიან პრობლემური. თითქოსდა, იდაყვს არავინ უყურებს, მაგრამ მშრალი და დამჭკნარი კანი - სიბერის პირველი ნიშანია.

რა მოვიმოქმედოთ: ყოველდღიურად გამოიყენეთ ცხიმიანი საცხი, გაიკეთეთ პილინგი და ნუ ჩაიცვამთ უხეში ქსოვილისგან შეკერილ ტანსაცმელს. მუხლების შემთხვევაშიც იგივე რჩევა მოქმედებს, უბრალოდ, დაამატეთ ცოტაოდენი ფიტნესი: ჩაჯდომები იდეალური ვარიანტია.

ხელის მტევნები


ქალის ასაკს ყველაზე მეტად ხელები გასცემს: მუდმივი დატვირთვა, სარეცხ საშუალებებთან კონტაქტი, პიგმენტური ლაქები, ნაოჭები - ვის მოესურვება ამის ხილვა?

რა მოვიმოქმედოთ: დაიცავით ხელები ქარისგან, იმუშავეთ ხელთათმანში და დაატენიანეთ საცხით.

მკერდი

მკერდი - ქალის სიამაყეა, მაგრამ სწორედ ის ქმნის უამრავ პრობლემას ასაკთან ერთად.

რა მოვიმოქმედოთ: ჩამოწელვისა და ელასტიურობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად, მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ატარეთ მაკორექტირებელი ბიუსტჰალტერი და გამოიყენეთ სპეციალური სპრეები მკერდის მოვლისთვის.

რა თქმა უნდა, საკუთარი ასაკის უარყოფა - სისულელეა, მაგრამ სხეულის იმ ნაწილების მოვლა, რომლებიც ასაკს გასცემენ, აუცილებელია.