15 ყველაზე გავრცელებული ჩვევა, რომელიც ჩვენს თირკმელებს ანადგურებს
იცოდით, რომ ჩვენ შეგვიძლია სრულფასოვნად ცხოვრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი თირკმელები მხოლოდ 20%-ით ფუნქციონირებენ? სწორედ ამის შედეგად თირკმელების დაზიანება საწყის ეტაპზე ჩვენთვის შეუმჩნეველი რჩება და საბოლოო ჯამში სავალალო, საბედისწერო შედეგებამდე მივდივართ.
თირკმელები გამოიმუშავებენ ჰორმონებს, წმენდენ სისხლს, შთანთქავენ მინერალებს და ხელს უწყობენ ორგანიზმს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში.
თუ თქვენი სურვილია გაიჯანსაღოთ თირკმელები და შეინარჩუნოთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობა მრავალი წლით, აუცილებლად თქვით უარი ამ 15 ყველაზე გავრცელებულ, დამღუპველ ჩვევაზე.
1. შაქრიანი გაზირებული სასმელების სიყვარული
იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დღეში 2 ჭიქა გაზირებული უალკოჰოლო სასმელის მიღება თირკმელების დაავადებების განვითარებისა და მათი ფუნქციონირების დარღვევის რისკს რამდენჯერმე ზრდის. კვლევის იმ ობიექტებს, რომლებიც დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით გაზირებულ სასმელებს მიირთმევდნენ, შარდში ცილა აღმოაჩნდათ, რაც თირკმელების დაზიანების ადრეული სიმპტომია.
2. მოწევა
მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ მოწევა პირდაპირკავშირშია ათეროსკლეროზთან. ინგლისურ ჟურნალ ''Clinical Pharmacology and Therapeutics''-ში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, დღეში 2 ღერი სიგარეტი ჩვენს სისხლში ენდოთელური უჯრედების რაოდენობას 2-ჯერ ზრდის, რაც არტერიების დაზიანების ადრეულ ნიშნად ითვლება. ჟურნალ ''Clinical Journal of the American Society of Nephrology''-ში დაბეჭდილ სტატიაში საუბარია კავშირზე სიგარეტსა და თირკმელების ფუნქციონირების დარღვევას შორის, რაც სხვადასხვა სამეცნიერო კვლევების შედეგების შეჯამებითაა დადგენილი.
3. ვიტამინ B6-ის დეფიციტი
თირკმელების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სწორი კვება. კვლევების თანახმად, რომელიც მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა, ვიტამინ B6-ის დეფიციტი თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკს რამდენჯერმე ზრდის. ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოების ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ყოვედლღიურად მინიმუმ 1,3 მილიგრამი ვიტამინ B6-ის მიღება. ამ ვიტამინით გამდიდრებული პროდუქტებია: თევზი, ბარდა, კარტოფილი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული და ხილი.
4. ფიზიკური აქტივობის უკმარისობა
ფიზიკური ვარჯიშები - არაჩვეულებრივი გზა საკუთარი თირკმელების დასაცავად. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალ ''Journal of the American Society of Nephrology''-ში დაბეჭდილი კვლევების შედეგების თანახმად, ქალბატონებში, რომლებიც მენოპაუზის შემდეგ სპორტით კავდებიან, თირკმელების ფუნქციონირების დარღვევის რისკი 31%-ით ნაკლებია, ვიდრე იმ ქალბატონებში, რომლებიც ფიზიკური აქტივობისადმი გულგრილები არიან.
5. მაგნიუმის დეფიციტი
თუ თქვენ არ იღებთ საკმარისი რაოდენობით მაგნიუმს, ორგანიზმი კარგავს კალციუმის აბსორბირებისა და ათვისების უნარს, რასაც მივყავართ ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით კალციუმის დაგროვებამდე და თირკმელებში კენჭების წარმოქმნამდე. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს უსიამოვნო მოვლენა, გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი მწვანე ბოსტნეულით, თხილეულითა და ლობიოს მარცვლებით.
6. ძილის დარღვევა
ამერიკული სამეცნიერო პორტალის, ''Science Daily''-ის მტკიცებით, ძილის ქრონიკულ დარღვევას მივყავართ თირკმელების ფუნქციონირების დარღვევამდე. ტორონტოს უნივერსიტეტის კარდიოლოგის, პროფესორისა და ფსიქოლოგის, მაიკლ სოლას თქმით, ძილის დროს თირკმელების ქსოვილები აღდგება, რის გამოც არახარისხიანმა ძილმა შეიძლება საგრძნობლად დააზიანოს ეს უმნიშვნელოვანესი ორგანოები.
7. არასაკმარისი რაოდენობით წყლის მიღება
იმისათვის, რომ ჩვენმა თირკმელებმა გამართულად შეასრულონ საკუთარი ფუნქცია, მათთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით წყალი. ექსპერტების მტკიცებით, ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისა და მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია დღის განმავლობაში მინიმუმ 12 ჭიქა წლის მირთმევა.
8. შეკავება
შარდის შეკავება - დამღუპველი ჩვევა. ყოველივე ამის შედეგად თირკმელებში შარდის წნევის მატების რისკი რამდენჯერმე იზრდება, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს თირკმელების უკმარისობამდე.
9. ჭარბი რაოდენობით ნატრიუმის მიღება
მარილი მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა აუცილებელია მისი მკაცრად განსაზღვრული ულუფებით მიღება. ჭარბი რაოდენობით მარილს მივყავართ სისხლის წნევის მატებამდე, რაც თირკმელების ფუნქციონირების დარღვევას განაპირობებს. მარილის დღიური რეკომენდირებული დოზა 5,8 გრამია.
10. ჭარბი რაოდენობით კოფეინი
ხშირ შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით კოფეინს მივიღებთ, ვიდრე გვგონია. კოფეინი შედის უამრავი უალკოჰოლო სასმელის შემადგენლობაში. ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღებას მივყავართ სისხლის წნევის მატებამდე, რაც თავის მხრივ თირკმელების ფუნქციონირების დარღვევას განაპირობებს.
11. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
ტკივილის დამარცხებისა და გაყუჩების ყველაზე მარტივი გზა სპეციალური აბების მიღებაა, თუმცა ასე უდიდეს ზიანს ვაყენებთ საკუთარ ორგანიზმს, განსაკუთრებით კი თირკმელებს. ფარმაცევტული პრეპარატების უმრავლესობისათვის გვერდითი მოვლენებია დამახასიათებელი, რის გამოც არ არის რეკომენდირებული დამოუკიდებლად მათი მიღება.
12. აუცილებელი წამლების იგნორირება
მაღალი წნევა და მე-2 ტიპის დიაბეტი - ორი ძალზედ გავრცელებული პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ცხოვრების მჯდომარე სტილითა და არასწორი კვებით. თუ თქვენ ამ ორი პრობლემიდან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და მიიღეთ შესაბამისი წამლები, რათა თავიდან აირიდოთ თირკმელების დაზიანება და მათი ფუნქციონირების დარღვევა.
13. ზედმეტი რაოდენობით ცილები
ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების თანახმად, კვების რაციონში ჭარბი რაოდენობით ცილას მივყავართ თირკმელების დაზიანებამდე. რაც უფრო მეტ ცილას მივირთმევთ, მით უფრო დიდია დატვირთვა ჩვენს თირკმელებზე, რამაც მომავალში შეიძლება ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოების დაზიანებამდე მიგვიყვანოს.
14. სხვადასხვა ინფექციების არადროული და არასწორი მკურნალობა
ხშირ შემთხვევაში ჩვენ უბრალო გაციებასა და გრიპს ვაიგნორებთ და საკუთარი ორგანიზმი გამოფიტვამდე მიგვყვავს. ყოველივე ამის შედეგად თირკმელების დაზიანებისა და მათი ფუნქციონირების დარღვევის რისკი რამდენჯერმე იზრდება.
15. ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება
ალკოჰოლი - ტოქსინებით გაჟღენთილი პროდუქტი, რომელიც ვნებს არა მხოლოდ ჩვენს ღვიძლს, არამედ თირკმელებსაც კი. არაკომერციული ორგანიზაციის, ''Kidney Health Australia''-ის მტკიცებით, თირკმელების დაავადებების, მათი დაზიანებისა და ფუნქციონირების დარღვევის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ალკოჰოლზე უარის თქმა ან ამ პროდუქტის მკაცრად განსაზღვრული ულუფებით მიღება.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია!