ცნობილი ფრანგული ნამცხვრის - მაკარუნის რეცეპტი

ცნობილი ფრანგული ნამცხვრის - მაკარუნის რეცეპტი
fpaparazzi ბევრისთვის საყვარელი, ფრანგული ტკბილეულის რეცეპტს გთავაზობთ....
საჭირო მასალა:
  • კვერცხის ცილა 100 გ
  • ნუშის ფქვილი 100 გ
  • შაქრის პუდრი 200 გ
  • შაქარი 50 გ
  • მწიკვი მარილი

კრემი
  • ნაღები 35 % 50 მლ
  • შავი შოკოლადი 80 გ

მომზადების წესი:
1. კვერცხის ცილა დაახლოებით 3-4 დღე მაცივარში უნდა იყოს ნადგომი. გათქვიფეთ, შეათქვიფეთ შაქარი და მარილი
2. წინასწარ გაცერით რამდენიმეჯერ შაქრის პუდრა და ნუშის ფქვილი ერთად.
3. ათქვეფილი ბეზეს მასა უნდა იყოს მყარი კონსისტენციის და გლუვი.
4. შევურიოთ დაკეცვის მეთოდით ნუშის მასა, დავამატოთ სასურველი საღებავი ან დავტოვოთ თეთრი ფერის,ან დავამატოთ ცოტა ხსნადი ყავა.
5. გადავიტანოთ საკონდიტრო პარკში და 1 სმ.დიამეტრის საკონდიტრო პირიდან დავსვათ,მაქსიმუმ 1,5-2 სმ.დიამეტრის წერტილები . პერგამენტი აუცილებლად დავაფინოთ საცხობ ფირფიტაზე.
6. დავდგათ გასაშრობად 1 საათიდან 2 საათამდე,ზედაპირი შეხებისას მშრალი უნდა იყოს.
7. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე, 1 წუთის განმავლობაში ვაცხოთ .
8. შემდეგ დავუწიოთ 150 გრადუსამდე და გავაგრძელოთ ცხობა 10 წუთის განმავლობაში.
9. მაკარუნები მზად არის. შეგვიძლია წაუსვათ შოკოლადის განაში.
10. ცხელ ნაღებში გავხსნათ დამტვრეული შოკოლადი, გავაგრილოთ და შევდგათ მაცივარში.
11. როგორც კი გამკვრივდება მასა, კრემი-განაში მზად არის.
12. თეთრი განაშისთვის ავიღოთ 100 გ თეთრი შოკოლადი და 50 მლ ნაღები.
გემრიელად მიირთვით!