დაიმახსოვრეთ! 5 რჩევა წონის ეფექტურად დასაკლებად
მანამ, სანამ შიმშილს დაიწყებთ და საწოლიდან პირდაპირ სასწორზე გადახტებით, გაარკვიეთ, თუ საერთოდ რა განაპირობებს ზედმეტი წონის კლებას...
არ არის აუცილებელი თავი მკაცრი დიეტებით ან შიმშილობით დაიტანჯოთ. ''Fpaparazzi''-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 მარტივ წესს, რომელიც დაგეხმარებათ ლამაზი ფორმის მუდმივად შენარჩუნებაში.
შესაძოა ბევრ თქვენთაგანს ეს წესები მარტივად ან ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ყოველივე ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში დაგვეხმარება. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და შეეცადეთ მათ დაცვას.
არ არის აუცილებელი თავი მკაცრი დიეტებით ან შიმშილობით დაიტანჯოთ. ''Fpaparazzi''-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 მარტივ წესს, რომელიც დაგეხმარებათ ლამაზი ფორმის მუდმივად შენარჩუნებაში.
- ერთი ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ
უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ჭამის წინ 2 ჭიქა წყალს სვავდენ, უფრო ნაკლებ კალორიებს ღებულობენ და უფრო ინტენსიურად იკლებენ წონაში. მეცნიერები ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნიან: წყალი გვეხმარება შიმშილის გრძნობის გაკონტროლებაში და გვინარჩუნებს სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროით. - მიირთვით თხილეული
ეს პროდუქტები გვინარჩუნებს სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროით. თხილეულის მირთმევის შედეგად ჩვენს ორგანიზმში არ მატულობს შაქრის დონე, რისი წყალობითაც ცხიმების დაგროვებას თავიდან ვირიდებთ. - მოიშორეთ საკვების გამჭვირვალე კონტეინერები
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო საათებში. თქვენს მხედველობაში მყოფი საკვები მადას გიღვივებთ, რის გამოც რთულია თავი შეიკავო ჭამისგან და თავიდან აირიდო ზედმეტი კალორიები... - ესტუმრეთ სატრენაჟორო დარბაზს მუშაობის დაწყებამდე.
მეცნიერების მტკიცებით, მაშინ, როდესაც მთელი დღე გონებრივად ვმუშაობთ, საღამოს სპორტით დაკავების შანსი მინიმალურია. სწორედ ამიტომ, არავითარ შემთხვევაში დაივიწყოთ დილის ვარჯიშები, რომლებიც სწრაფად გამოღვიძებაში და ორგანიზმის გააქტიურებაში დაგეხმარებათ. - გააზავეთ საკვები წიწაკით
ჩაამატეთ ერთი ჩაის კოვზი წითელი წიწაკა (დაფქული, პილპილი) საკვებში, ამით თქვენ ორგანიზმს კალორიების წვაში დაეხმარებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხიმიანი ან მარილიანი საკვების ჭამისას.
შესაძოა ბევრ თქვენთაგანს ეს წესები მარტივად ან ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ყოველივე ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაში დაგვეხმარება. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და შეეცადეთ მათ დაცვას.