მოიშორეთ პაპილომა ვირუსი ხალხური მედიცინის რეკომენდაციებით!
პაპილომა - კანისა და ლორწოვანი გარსების ( მაგალითად პირის ღრუს, შარდის ბუშტის ) საფარი ეპითელიუმისგან განვითარებული დვრილისებრი ფორმის კეთილთვისებიანი სიმსივნეა.
პაპილომების გაჩენა ნიშანია იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც საქმე კარგად არა გვაქვს. ისინი წარმოიქმნებიან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ფონზე და საჭიროა დაუყოვნებლივ მოვიძიოთ მათი გაჩენის მიზეზი. ეს შესაძლოა იყოს მიშვებული გასტრიტები, კოლიტები, გინეკოლოგიური დაავადებები. დაზიანებული თირკმელები და ა. შ.
გთავაზობთ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს პაპილომების მოსაშორებლად:

- პაპილომების და მეჭეჭების საშიში მტერია კარტოფილის წვენი. უნდა გაჭრათ კარტოფილი თანაბრად; მახვილი დანის წვერით შუაში დასეროთ ჯვარედინად. ასეთივე ნაკაწრი უნდა გააკეთოთ პაპილომებზე ან მეჭეჭებზე და დააწვეთოთ კარტოფილის წვენი. პაპილომები და მეჭეჭებიც თვენახევარში გაუჩინარდება.
- შეგიძლიათ აგრეთვე პაპილომებზე წაუსვათ სოჭის ზეთი. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია დილითა და საღამოთი. ერთი თვის შემდეგ პაპილომები მოგცილდებათ.
- დააქუცმაცეთ ნედლი, ახალი ქრისტესისხლა; მიღებული წვენი ორთქლში დამდუღრეთ ექსტარქტის შესქელებამდე. ყოველდღე წაუსვით პაპილომებს - მკურნალობის ვადა მათ მორჩენამდეა.
- და ბოლოს , კიდევ ერთი რეცეპტი იმათთვის, ვისაც პაპილომა სახმო სიმებზე აღმოაჩნდება: ძილის წინ ავადმყოფს მიეცით თბილი ანადუღარი წყალი, მასზე დამატებული სავსე 1 ჩ/კ თაფლით და 1-2 ჩ/კ ლიმონის წვენით. მკურნალობა შესაძლოა შვიდ თვემდეც გაგრძელდეს, მაგრამ სასურველ შედეგს უეჭველად მიაღწევთ.