მზაკვარ მტერთან ბრძოლაში ყველა ხერხი გამართლებულია. მოქმედი წამლები ყანებიდან და ბოსტნებიდან!
პაპილომა - კანის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია. პაპილომის მიზეზი, შეიძლება ადამიანის პაპილომის ვირუსი გახდეს, ის შეიძლება გადაეცეს როგორც სქესობრივი გზით, ასევე ყოფითი კონტაქტით - ხელის ჩამორთმევა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვისი ჰიგიენიური საშუალებები. ამას ხელს უწყობს კანის სხვადასხვა მიკროტრავმები: ნაკაწრები, სილურჯე, გახეხილობა.
როდესაც ახალწარმონაქმნი სახეზე, განსაკუთრებით თვალების ირგვლივაა განლაგებული, უმჯობესია სპეციალისტს მიმართოთ. დანარჩენ შემთხვევებში შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები მათ მსოაცილებლად.
სანამ თვითმკურნალობას დაიწყებთ, საჭიროა დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა - რიგ შემთხვევებში, უმჯობესია პაპილომებს ხელი არ ახლოთ, რადგან მათ გააჩნია ტენდენცია, თავადვე დაპატარავდნენდ ა გაქრნენ. Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ მასალას, სადაც მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ პაპილომები შინაურ პირობებში.
ხალხური საშუალებები პაპილომების მოსაშორებლად
ქრისტესისხლას წვენი
ეს გახლავთ ყველაზე ცნობილი მეთოდი. პაპილომის მიწვა და გამოყვანა შესაძლებელია ქრისტესისხლას წვენის მეშვეობით. დაიცავით პაპილომის ირგვლივ კანი საბავშვო საცხით, თავად წარმონაქმნზე კი ყოველ 2-3 საათში წაისვით ქისტესისხლას წვენი, სანამ კანი ბოლომდე არ მოგირჩებათ.
კარტოფილის წვენი
პაპილომით დაზიანებული ადგილები შეგიძლიათ დაამუშავოთ კარტოფილის წვენით, დღე-ღამეში 2-3-ჯერ. შედეგი უკვე 1 კვირაში გახდება შესამჩნევი. განაგრძეთ მკურნალობა წარმონაქმნების სრულად გაქრობამდე.
Е ვიტამინი
შეიზილეთ Е ვიტამინის ზეთი პრობლემურ ადგილებში დღეში 2-ჯერ. შედეგი 1-2 კვირაში გამოჩნდება. საუკეთესო ეფექტისთვის, შეურიეთ ნოორთან და დააყენეთ მთელი ღამის განმავლობაში.
ბაბუაწვერას ნაყენი
ჩაყარეთ თასში ბაბუაწვერას ყვავილები, დაასხით სამმაგი ოდეკოლონი. დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. ამ ნაყენით შეგიძლიათ დღე-ღამის განმავლობაში 5-ჯერ დაიზილოთ პრობლემური ადგილები, სანამ პაპილომები სრულად არ გაქრება.
ჯანჯაფილი
შეიზილეთ უმი ჯანჯაფილი პრობლემურ ადგილებზე 2 კვირის განმავლობაში და ახალწარმონაქმნი დაპატარავდება, შემდეგ კი სრულად გაქრება.
ჩაის ხის ზეთი
დააწვეთეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი ბამბის დისკზე და ფრთხილად წაისვით პაპილომაზე. გამოიყენეთ ეს საშუალება დღეში 3-ჯერ 10 დღის განმავლობაში.
ვაშლის ძმარი
პროცედურის დაწყებამდე დაამუშავეთ პაპილომის მიმდებარე კანი საცხით ან ზეთით. ბამბის ტამპონი დაასველეთ ძმარში და დაიდეთ პაპილომაზე. შემდეგდ ააფიქსირეთ პლასტირით 30 წუთით. 6-7 საათის შემდეგ სასურველია პროცედურის გამეორება. საგრძნობი შედეგისთვის დაახლოებით 5 დღეა საჭირო.
ლიმონის წვენი
ლიმონი შეიცავს ლიმონის მჟავას, რომელიც ეხმარება პრობლემის გადაწყვეტაში პაპილომების უჯრედების გაქრობის გზით. დაასველეთ ბამბის დისკი ლიმონის წვენში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე სანამ გაშრება. ჩაატარეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში, სანამ კანი არ გაიწმინდება.
თავშავას ზეთი
თავშავა ცნობილია ანტიბაქტერიალური თვისებებით. შეურიეთ 2-3 წვეთი თავშავას ზეთი და 4-6 წვეთი ქოქოსის ზეთი. წაისვით პაპილომაზე. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 3-ჯერ. პაპილომები თანდათანობით გაქრება.
პაპილომებისგან სამუდამოდ გასათავისუფლებლად, მხოლოდ გარეგანი მკურნალობა არ კმარა. უნდა ებრძოლოთ დაავადების კერას, ამისათვის საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და იმუნიტეტის ამაღლება.