5 მარტივი წესი, რომელიც დაგეხმარებათ 5 წლით გაახალგაზრდავებაში

5 მარტივი წესი, რომელიც დაგეხმარებათ 5 წლით გაახალგაზრდავებაში
საოცარია, მაგრამ კანის პრობლემებს, მუწუკებისა და შავი წერტილების სახით, შეუძლია ასაკი მოგიმატოთ, და არა პატარა გოგონას იერი მოგცეთ, როგორც უამრავი მცდარად ფიქრობს. ნებისმიერ შემთხვევაში, არაჯანსაღი კანი სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ამიტომ, უნდა შეიცვალოთ კანისადმი მიდგომა და საგულდაგულოდ მოუაროთ მას. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ მოცემულ 5 წესს დაიცავთ, 5 წლით გაახალგაზრდავდებით. იხილეთ წესები ჩვენს სტატიაში!

ნაკლები შაქარი

შეგიძლიათ დიდი თანხები დახარჯოთ ძვირად ღირებული კოსმეტიკის შესაძენად, მაგრამ თუ თქვენს რაციონში შაქრის დიდი შემცველობის მქონე პროდუქტებია, ახალგაზრდა და ჯანსაღ კანზე დაივიწყეთ სამუდამოდ. შაქარი ჯანსაღი კანის პირველი მტერია. რაფინირებულ ნახშირწყალთან ერთად, ის სისხლში ინსულინის მაჩვენებელს ზრდის, რაც მუწუკების წარმოშობას უწყობს ხელს. შაქრის გამო კანი ელასტიურობას და სიგლუვეს კარგავს.

მეტი თევზი


ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 და ომეგა-6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა კანის სტრუქტურასა და იერსახეში. ისინი უკავშირდება ეპიდერმისის უჯრედების მემბრანებს, ქმნიან უჯრედების ირგვლივ მატრიცას და ამით ეხმარებიან კანის ბარიერს ტენიანობის შენარჩუნებაში. აკონტროლებენ ანთებით პროცესს და მინიმუმამდე დაჰყავთ ულტრაიისფერი სხივებისგან კოლაგენის დაზიანება.

ანტიოქსიდანტები

ეს სასწაულმოქმედი მოლეკულები იცავენ კანს თავისუფალი რადიკალების წარმოების შეზღუდვის წყალობით, რაც კანის უჯდერების დაზიანების ძირითადი მიზეზი ხდება. სწორედ თავისუფალი რადიკალები იწვევს კანის სიბერეს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი გახლავთ C ვიტამინი. უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ C ვიტამინი არის მხოლოდ ციტრუსი, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ამ ვიტამინს მეტი რაოდენობით შეიცავს: ასკილი, ტკბილი წიწაკა, კივი, შავი მოცვი, ოხრახუში, კომბოსტო, მარწყვი, ისპანახი.

თუთია

თუთია ორგანიზმის უამრავ ბიოლოგიურ პროცესშია ჩართული. თუთიის დეფიციტი სხვადასხვაგვარად ვლინდება, მათ შორის, კანზე. თუთია აუცილებელია უკრედების ნორმალური ზრდისთვის, ამიტომ მას სილამაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნუტრიენტს უწოდებენ. გაამდიდრეთ რაციონი თუთიის შემცველი პროდუქტებით: გოგრის თესლით, არაქისით, ლობიოთი, წიწიბურით, ბარდით.

ცილები

ცილები აუცილებელია ქსოვილების აღსადგენად და კანის ახალი ფენების წარმოშობისთვის. ორგანიზმის თითოეული უჯრედი საჭიროებს ცილებს სიცოცხლისთვის, ასევე მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად. საშუალოსტატისტიკურ ქალს წონის 1 კილოგრამზე 1 გრამი ცილები სჭირდება. მაშასადამე, თუ 60 კილოგრამს იწონით, 60 გრამი ცილებია საჭირო, რაც ორი ქათმის გულმკერდის ან 4 კვერცხის ექვივალენტია. ცილებს აგრეთვე შეიცავს თევზი, რძის პროდუქტები, სოკო, ბროკოლი, თხილი.