ართრიტს და პოლიართრიტს ეფექტურად უმკურნალებთ ხალხური მედიცინის დახმარებით!

ართრიტს და პოლიართრიტს ეფექტურად უმკურნალებთ ხალხური მედიცინის დახმარებით!
ართრიტი - სახსრების ანთებითი დაავადებაა, ახასიათებს ტკივილები, განსაკუთრებით სიარულისას, მოძრაობის შეზღუდულობა, შესივება, დეფორმაცია, ზოგჯერ კანის შეწითლება სახსრების ზემოთ, ციებ - ცხელება.

გთავაზობთ ხალხური მედიცინის საშუალებებს ართრიტის სამკურნალოდ გარეგანი მოხმარებისთვის.
ნაძვი. ახლად მოჭრილ რტოებს დავასხათ ადუღებული წყალი, დავაყენოთ. 37 - 38 გრადუსამდე შეგრილებულ ნაყენში ჩავყოთ ან ხელები 30 წთ-ით. შემდეგ ისინი თბილად შევიფუთნოთ და ჩავწვეთ საწოლში 1 სთ. მკურნალობა გავიმეოროთ 2 დღის შემდეგ. რევმატული პოლიართრიტის დროს მკურნალობის კურსია 7 - 8 აბაზანის პროცედურა.

სელი. გაცხელებული სელის გამხმარი თესლები, ტომსიკაში მოთავსებული ან რბილ ქსოვილში გახვეული. კომპრესის სახით ღამით დაიდეთ დაავადებულ სახსარზე პოლიართრიტის ან ართრიტის დროს, ხოლო წელზე - როცა რადიკულიტი გაწუხებთ.

შვრია. დაასხით 100 - 200 გრ ნამჯას 5 ლ ადანუღარი წყალი , ადუღეთ 30 წთ. 36 - 37 გრადუსამდე. გაგრილებულ ნახარშში ჩაყავით ფეხები ან ხელები 20 - 30 წთ - ით. პროცედურები ჩაიტარეთ დღეგამოშვებით რევმატოიდულ ართრიტზე, პოდაგრაზე, მკურნალობის კურსია - 5 - 6 აბაზანის მიღება.

აბზინდა. 1 ს/კ გამხმარი დაქუცმაცებული ბალახი 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე დავაყენოთ 2 - 3 სთ. გამოვიყენოთ კომპრესებისათვის.

ბოლოკი. გახეხილი ძირნაყოფა გამოიყენება კომპრესებისათვის და შესაზელად.

გვირილა სამკურნალო. 300 გრ ყვავილედს დავასხათ 5 ლ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 2 სთ, გავწუროთ და ჩავასხათ წყლიან აბაზანაში, რომლის ტემპერატურა უნდა იყოს 34 - 35 o C. ჩაიტარეთ აბაზანები დღეგამოშვებით 15 - 20 წთ. გამოიყენება რევმატოიდული პოლიართრიტის დროს. მკურნალობის კურსია 10 - 15 პროცედურა.

მატიტელა ჩვეულებრივი. დაასხით 300 გრ ბალახს 5 ლ ადუღებული წყალი, დააყენეთ - 2 სთ, გაწურეთ და გადმოასხით წყლიან აბაზანაში - ტემპერატურით 32 - 34 o C. მიიღეთ აბაზანები დღეგამოშვებით 15 - 20 წთ განმავლობაში ოსტეოქონდროზისა და პოლიართრიტების სახესხვაობის დროს.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური