მანიკურის 20 ტიპი მოკლე ფრჩხილებისთვის

ვინ თქვა, რომ მანიკური მხოლოდ გრძელ ფრჩხილებზე გამოიყურება ლამაზად? ჩვენ გთავაზობთ მანიკურის 20 სახეობას, რომელიც მოკლე ფრჩხილებზეც კი მომაჯადოებლად გამოიყურება.
- კლასიკური „ფრენჩი“

„ფრენჩის“ ტიპის მანიკური უნივერსალურია - ის ნებისმიერი სიგრძისა და ფორმის ფრჩხილს უხდება. კლასიკური ფრენჩის წვერი თეთრია, თუმცა ნებისმიერ სხვა ფერიც შეგიძლიათ სცადოთ. - შებრუნებული ფრენჩი - ნახევარმთვარისებური მანიკური

ნახევარმთვარისებური მანიკური მოკლე ფრჩხილებზე ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. პირველად ამ ხერხს 1930იან წლებში მიმართეს და ის დღემდე პოპულარულია. - ფრენჩისა და ნახევარმთვარისებური მანიკურის კომბინაცია

ორი ერთში - ორივე ტიპის მანიკური ერთად. მთავარია, რომ ფრჩხილის ძირსა და წვერზე გავლებული ხაზები ერთმანეთის პარალელური იყოს. - ზოლები

ვერტიკალური ზოლები ფრჩხილს ვიზუალურად აგრძელებს. - წერტილები

წერტილები ფრჩხილებზე ძალიან საყვარლად გამოიყურება, თუმცა უმჯობესია, თუ პატარა წერტილებს დაიხატავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრჩხილი იმაზე მოკლე გამოჩნდება, ვიდრე არის. - გრადაციები

ამგვარი მანიკური ნებისმიერ ფრჩხილზე ლამაზად გამოიყურება. არ გვეთანხმებით? - შავი ლაქი

თუ გინდათ, მუქი ფერის ლაქი შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს თქვენს ხელებზე, ფრჩხილებს იდეალური ფორმა უნდა მისცეთ. - თვლებიანი მანიკური

მოკლე ფრჩხილები შეგიძლიათ თვლებითაც მორთოთ. რამდენიმე მათგანის დახმარებით მოდურ მანიკურს მიიღებთ. - ლითონის ზოლები

თუკი ზოლებს ფრჩხილის წვერთან ახლოს დაიკრავთ, ფრჩხილი უფრო გრძელი გამოჩნდება. - მანიკური "ფოლგის" ფანტელებით

ამგვარი მანიკური ე.წ. „ფოლგის“ ნაწილაკებითა და მცირე ნაფლეთებით კეთდება. - მანიკური დამსკდარის ეფექტით

ამგვარი მანიკურის გაკეთებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვედა ფენა კარგად გაშრეს. შემდეგ შეგიძლიათ საგანგებო ლაქის წასმა, რომელიც ფრჩხილებს დამსკდარის ეფექტს მიანიჭებს. - ლეოპარდის პრინტი

ეს მანიკური ყოველთვის ტრენდულია - წყლიანი მარმარილოს ეფექტი

წყლიან ჭიქაში ჩაასხით რამდენიმე სხვადასხვა ლაქი და წყლის ზედაპირზე ნემსის წვერის მეშვეობით შექმენით აბსტრაქტული გამოსახულება. ჩააწეთ ფრჩხილები წყალში, შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ კანზე შერჩენილი ლაქი. - პრიალა და გლუვი ლაქების კომბინაცია

ყოველთვის ძალიან მოდურად გამოიყურება. - ფრჩხილის მოხატვა

ფრჩხილების მოხატვისას ეცადეთ, ნახატი ფრჩხილის წვერისკენ დაიხატოთ. ამით ის უფრო გრძელი გამოჩნდება. - მარტივი მოხატვა

მიეცით თავს სრული შემოქმედებითი თავისუფლება! გამოიყენებთ ნებისმიერი ნივთი, მაგალითად ბადე, და შექმენით თქვენი საკუთარი დიზაინი. - დასაწებებელი ნახატები

სახალისო ნახატები ძალიან ლამაზია ფრჩხილზე. - ხავერდოვანი ქვიშა

კიდევ ერთი საინტერესო დეკორაცია ფერადი ან გამჭვირვალე ფხვნილის გამოყენებით. - მოცულობითი მანიკური

ნახეთ, რა ლამაზად გამოიყურება ამგვარი მანიკური მოკლე ფრჩხილებზე! - ექსპრესიული მანიკური

ნუ შეშინდებით, სცადეთ ნებისმიერი, ყველაზე ექსტრვაგანტული დიზაინი! ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს!

