გასწიეთ ეკონომია: 5 სალონური პროცედურა, რომლებსაც შინაურ პირობებში იოლად ჩაატარებთ
სილამაზის სალონები მომსახურების ფართო სპექტრს გვთავაზობენ, რომლებიც კიდევ უფრო გალამაზებაში ეხმარება ქალებს. ამასთან, უამრავი ასეთი პროცედურა გაუმართლებლად ძვირი ღირს. კარგი შედეგის მისაღებად და საოჯახო ბიუჯეტის დასაზოგად, სალონური მოვლა შეგიძლიათ შინ ჩაატაროთ. მათ ჩამონათვალს კი ჩვენს დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ:
მანიკური
ალბათ დაგავიწყდათ ის დრო, შინაც შესანიშნავად რომ იკეთებდით მანიკურს. ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს პროცედურა სასკოლო ასაკიდანვე დაიწყეთ და სალონის საშუალება არ გქონდათ. თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გაიხსენეთ ძველი დრო - შეიძინეთ მანიკურის კარგი ხარისხის იარაღები და დამოუკიდებლად მოუარეთ ფრჩხილებს.
თმის მკურნალობა და აღდგენა
როგორც წესი, სალონები თმის მკურნალობას პროფესიონალური ნიღბებით გტავაზობენ. თუმცა, თითო ასეთი პროცედურა საკმაოდ ძვირად ღირებულია. არადა, შეგიძლიათ თავად ეს საშუალება შეიძინოთ, გაიაროთ კონსულტაცია სტილისთან და შინაურ პირობებში ჩაიტაროთ თმის აღდგენის პროცედურა. ერთი ასეთი ქილა რამდენიმე თვე გეყოფათ, თანაც თმას სისტემატური მოვლა სჭირდება და არა მაშინ, როდესაც გაგახსენდებათ.
ცვილის ეპილაცია
ცვილის ეპილაცია - კიდევ ერთი სალონური მომსახურება, რომელიც ასევე ძვირად ღირებულია. ერთი ქილა ცვილი ერთ პროცედურაზე უფრო იაფი დაგიჯდებათ და საკმაოდ დიდ ხანს გეყოფათ. კიდევ ერთი ალტერნატივა - ცვილის ნაცვლად გამოიყენეთ ეპილატორი. ეს პროცედურა ცოტა მეტი დრო სჭირდება, მაგრამ დიდ პროფესიონალურ ცოდნას არ მოითხოვს.
შეხვევა
შეხვევის პროცედურა - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ცელულიტტან ბრძოლაში. როგორც თმის მოვლის შემთხვევაში, შეხვევის პრინციპიც იგივეა - მნთავარია, ხარისხიანი საშუალება და არა პროფესიონალური ხელოსანი. შეიძინეთ შესაფერისი პრეპარატი და მოაწყვეთ შინ სპა-სალონი. შეგიძლიათ დაქალებსაც უხმოთ.
წარბების კორექცია
წარბების კორექცია გახლავთ პროცედურა, რომელიც ხელოსანთან მხოლოდ ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. შემდეგ უბრალოდ არ უნდა დაგეზაროთ და ზედმეტი თმა თავადვე ამოიქნათ ისე, რომ სტილისტის მიერ მიცემული ფორმა შეინარჩუნოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური საღებავები და თავადვე შეიღებოთ წარბები შესაფერის ფერში.