სტილის ტოპ-5 წესი დიდი მკერდის მქონე გოგონებისთვის
დიდმკერდიანი გოგონები განებივრებული არ არიან მაღაზიებში მათი ფორმის შესაფერისი ტანსაცმლის ასორტიმენტით. აქედან გამომდინარეობს კომპლექსები. ნუ იდარდებთ და წაიკითხეთ ჩვენი სტატია, სადაც თავი მოვუყარეთ რამდენიმე წესს, რომლებიც დაგეხმარებათ მუდამ მოდურად და ლამაზად გამოიყურებოდეთ.
ნუ შეგაშინებთ ზოლიანი სამოსი
წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ ჰორიზონტალური ზოლები ნებისმიერ ქალს ვიზუალურად ამსუქნებს, განსაკუთრებით ეს დიდი მკერდის მფლობელებს ეხებათ. მაგრამ ეს წესი დიდი ხანია, მოძველდა. ამიტომ, თამამად შეიძინეთ ზოლიანი ტანსაცმელი (უმჯობესია, თუ ზოლები მსხვილი არ იქნება).
უზორტო კაბებს - კი!
უამრავი დიდმკერდიანი გოგონა თავს არიდებს უზორტო სამოსს, რადგან მიიჩნევს, რომ მკერდი ასეთ ტანსაცმელში აუცილებლად ჩამოიწელება. თუმცა თეთრეულის ბრენდები უკვე დიდი ხანია უშვებენ უზორტო ბიუსტჰალტერებს, რომლებიც არამხოლოდ შესანიშნავად აკავებენ მკერდს, არამედ, მისი ფორმის კორექტირებას ახდენენ.
ნუ შეგეშინდებათ ბიუსტჰალტერის ზორტების გამოჩენა
ბიუსტჰალტერის ზორტების დემონსტრირება დიდი ხანია, ცუდ ტონად არ ითვლება. მთავარია, ს\შეარჩიოთ ლამაზი მოდელები და ყურადღება მიაქციოთ, რომ ის კარგად ეწერებოდეს მთლიან ჩაცმულობაში.
ჩაიცვით პრინტები
დიდმკერდიანი ქალები პრინტიანი სამოსის ტარებასაც ერიდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ესეც ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს მკერდს. დიდი მკერდი გაქვთ? - იამაყეთ ამით და დაე, ყველამ შეამჩნიოს! ასე რომ, თამამად ატარეთ, ის რაც მოგწონთ და აქამდე ვერ ბედავდით, თანაც ამ სეზონზე ეს ძალიან მოდური ტრენდია.
ნუ შეგრცხვებათ ღრმა დეკოლტეების
ნუ შეგეშინდებათ, გამოიყურებოდეთ სექსუალურად. დეკოლტეს შემთხვევაში მიაქციეთ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს. ჯერ ერთი, ჭრილი ძალიან გულახდილი არ უნდა იყოს, და მეორეც, საგულდაგულოდ შეარჩიეთ ხარისხიანი ბიუსტჰალტერი.