წვრილმანები, რომლებიც თქვენს გარეგნულ იერსახეს ანადგურებს

წვრილმანები, რომლებიც თქვენს გარეგნულ იერსახეს ანადგურებს
ყოველი გოგონა ოცნებობს, იყოს ყველაფერში საუკეთესო. ამიტომ, გარეგნულ იერსახეს დიდი ყურადღება ექცევა. ამ საქმეში შეცდომების დაშვება უპატიებელია. რა გავაკეთოთ, თუკი ყველა ძალებით ვცდილობთ, მაგრამ სარკეში მაინც იდეალიდან ძალიან შორს მყოფ ქალს ვხედავთ? წაიკითხეთ ჩვენი სტატია, სადაც მითითებულია რამდენიმე წვრილმანი, რომელიც გარეგნულ იერსახეს სპობს.

ვარცხნილობა

თმა სუფთა და აკურატულად დავარცხნილი უნდა იყოს. შეიძლება მაკიაჟი და სუნამო ”დაგავიწყდეთ”, მაგრამ თავის დაუბანლობა - დაუშვებელია! ნუ გამოიყენებთ დღისით დიდი რაოდენობით ვარცხნილობის საშუალებებს - სპრეებს, გელს, სამსახურში ეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.

მანიკური

დამტვრეული, მოუვლელი, ლაქგაცლილი ფრჩხილები ქულებს ნამდვილად ვერ შეგმატებთ. და კიდევ: დაიტოვეთ კარნავალისთვის საშინელი ნახატები, სტრაზები, ბუმბულები და ფრჩხილების სხვა ”მორთულ-მოკაზმულობა”

ფეხსაცმელი

ის სუფთა და მოვლილი უნდა იყოს. წერტილი! მუდამ მიაქციეთ ფეხსაცმლის მდგომარეობას. დაუყოვნებლივ გარეცხეთ სახლში შესვლისას.

მაკიაჟი

მაკიაჟი აკურატული უნდა იყოს: სწორად დადებული ტონი, კარგად შეღებილი წამწამები. უნდა შეესაბამებოდეს ჩაცმულობას და ადგილს: smoky eyes - დღის განმავლობაში საშინელებაა! აქცენტი უნდა იყოს ან თვალებზე, ან ტუჩებზე. არასოდეს შეუხამოთ ცისფერი ან ფირუზისფერი ჩრდილი ატმისფერ პომადას.

ტანსაცმელი

გგონიათ, ვერავინ შეატყობს, თუ პერანგს არ გააუთოვებთ? საყვარელი კატის ბეწვები კი მხოლოდ მიკროსკოპით ჩანს? ძალიან ცდენით! ლაქებზე ხომ საუბარიც ზედმეტია! ყველაზე ძვირად ღირებულ სამოსსაც გააფუჭებს ჩამოთვლილი პუნქტები.

სამკაული

ზოგიერთი გოგონა, შთაბეჭდილების მოსახდენად, ძვირფასეულობის მთელ ზარდახშას ისხამს ზედ. ნუ გააკეთებთ ამას. საკმარისია ორი ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული საგანი, თანაც ერთ სტილში შესრულებული. და რა თქმა უნდა, შეწყვიტეთ დღისით ბრილიანტების ტარება, ეს უგემოვნობის მაჩვენებელია.

ტკბილი პარფიუმი


იგულისხმება არაზომიერი გამოყენება. რთულია, არ დაეთანხმო. გოგონამ არომატის მსუბუქი შლეიფი უნდა დატოვოს, და არა მოგკლას ადგილზე.