გაწუხებთ არასასურველი თმა? ამ მეთოდების წყალობით დისკომფორტს აღარასოდეს იგრძნობთ
არასასურველი თმა ბევრ ქალბატონს დისკომფორტს უქმნის. მოგეხსენებათ ყველა მანდილოსანს სურს იყოს ლამაზი და მოხდენილი, ხოლო თმის სხეულზე არსებობა ამ ყველაფერს გამორიცხავს. რა უნდა გავაკეთოთ, რათა მათგან თავი დავიხსნათ? როგორ მოვიქცეთ? ხშირად თმის მოსაშორებელი სხვადასხვა ხერხი ქალბატონებს უამრავ ფულად,დროდ და ენერგიად უჯდებათ, ამიტომ ამ სტატიის მეშვეობით FPAPARAZZI საქმეს უფრო გაგიმარტივებთ. ჩვენ გასწავლით სხვადასხვა მეთოდებს, რომლებიც საკუთარი ეფექტურობით ნამდვილად გაგაოგნებთ.
ნიკაპი
სახეზე არსებული თმა ნებისმიერი ქალის იერსახეს უფრო აუხეშებს და სახის ლამაზ ნაქვთებს ყოველგვარ შარმს უკარგავს. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ნიკაპზე ამოსული თმა, რომელიც რეალურ პრობლემას წარმოადგენს. ზოგ ქალბატონს ნიკაპის თმა სტრუქტურულად თხელი აქვს, ზოგს კი პირიქით. მზეზე ეს თმები უკეთ ჩანს.
როგორ მოვიქცეთ?
მიმართეთ ლაზელურ ეპილაციას ან გამოიყენეთ პინცეტი. შესაძლოა პინცეტი მტკივნეული იყოს, მაგრამ მისი ეფექტურობა ეჭვგარეშეა!
ზურგი და დეკოლტე
ზურგზე და მკერდის გარშემო თმა ძირითადად მენოპაუზის პერიოდში იზრდება, მაგრამ, თუკი ნადრევად გტანჯავთ ეს პრობლემა, დეპილატორის გამოყენებას გირჩევთ. არაფრის დიდებით დაიდოთ საპარსი, რადგან იგი თმას მეტად უხეშს ხდის.
სახე
სახის არე ძალიან ფაქიზი ზონაა და მასზე ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ. თუკი სახეზე არასასურველი თმები გაწუხებთ, გამოიყენეთ ელექტროდეპილატორი ან მიმართეთ ლაზერულ ეპილაციას, რომელიც ყველა ფაქტურის თმისთვისაა განკუთვნილი.
სარძევე ჯირკვლები
სარძევე ჯირკვლებზე თმა ყველას აღიზიანებს, თუმცა მათი არსებობა სრულიად ნორმალური რამაა. ის არ არის მემკვიდრეობითი ან ჰორმონალური დარღვევის შედეგი. არავინ უარყოფს, რომ მათი დანახვა უსიამოვნოა, მაგრამ დეპილატორის ან სხვა რაიმე საშუალების გამოყენება, როგორიცაა პინცეტი, მაინც არ არის მიზანშეწონილი. მკერდის კანი ძალიან ნაზი ზონაა, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი თმის მაკრატლით დამოკლება გახლავთ.
მუცლის არე
მუცელზე თმა ჩვეული მოვლენაა, თუმცა მისი ქონა ბევრს ცუდ განწყობაზე აყენებს. მუცლის ბეწვი განსაკუთრებულ დისკომფორტს ქალბატონებს სანაპიროსა და აუზზე უქმნის. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ლაზერულ ეპილაციას ან უბრალოდ გაიღიავოთ ის.
ხელები და ფეხები
ხელებზე და ფეხებზე თმა ყველა მანდილოსანს ეზრდება, თუმცა ჰორმონალური დარღვევები მათ უფრო შესამჩნევს ხდის. საუკეთესო გზა სუფთა კიდურების ქონისთვის დეპილატორი და ცვილია. ისინი სწრაფად და დიდი ხნით აშორებენ ყველასთვის ასე საძულველ თმას.
ცხვირი
ცხვირში არსებული თმა მამაკაცებისთვის სავსებით ნორმალურია, მაგრამ არა ქალებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ისინი მაკრატლის დახმარებით დაიმოკლოთ, რაც რეგულარულად უნდა აკეთოთ. მართალია მსგავსი რამ უსიამოვნო შეგრძნებას გიუფლებთ, მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!