ჩაერიეთ ხალხური საშუალებებით, სანამ ეპიდერმოიდული კისტა გადაგვარდება!

ჩაერიეთ ხალხური საშუალებებით, სანამ ეპიდერმოიდული კისტა გადაგვარდება!
მცირე ზომის სიმსივნე კისერზე, სახეზე ან სხეულის სხვა ნაწილზე თავდაპირველად ეპიდერმოიდულ კისტას უწოდებენ. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც საწყის სტადიაზე დიდად არ აწუხებთ პაციენტებს და მხოლოდ ესთეტიურ დისკომფორტს უქმნით. რას წარმოადგენს ეს კისტა? სახიფათოა თუ არა ის? როგორ უნდა მოვიშოროთ ის? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მოძიებას FPaparazzi-ს რედაქციის მიერ მომზადებულ სტატიაში შეძლებთ.


მზგავსი კისტები, სქესობრივად მომწიფებულ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. ექიმები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ის უპირატესად უჩნდებათ იმ ადამინებს ვისაც აკნეს პრობლემა აწუხებდათ. ის წარმოიქმნება სქელი დერმის დახურულ რღუში, რომელიც შედგება ეპიდერმისისგან ან ფოლიკულური ეპითელიუმისგან. ღრუ შევსებულია რქოვანი მასებით და საოფლე ჯირკვლების პროდუქციით.

იმ შემთხვევაშიც კი თუ კისტა არანაერ დისკომფორტს არ გიქმნით, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში კისტიდან შესაძლოა განვითარდეს კანის კიბოს გარკვეული სახეობა.

ეპიდერმოიდულ კისტას როგორც წესი მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვს. ფერი კი ვარირებს თეთრიდან-ყვითელამდე პაციენტის ბუნებრივი ფერის გათვალისწინებით. კისტას ზომა იშვიათად აღემატება 2სმ-ს. ზოგიერთ შემთხვევაში კისტას ხვრელიც აქვს, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება მისი შიგთავსის გამოდინება, თუმცა ამის გაკეთება რეკომენდირებული არ არის, ინფექციებისგან თავის დაცვის თვალსაზრისით.

თავისთავად კისტა სახიფათო არ არის. რისკი იზრდება მაშინ, როდესაც მასში ინფექცია ხვდება ან როდესაც ის მოულოდნელად იწყებს ზრდა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დაუყონებლივი ვიზიტი.

თუ ეპიდერმოიდული კისტა მთლიანობაში არანაერ დისკომფორტს არ გიქმნით ხოლო ექიმი არ გიწევთ რეკომენდაციას მის სასწრაფო მოშორებაზე, თქვენ შეგიძლიათ მისი მოშორება ხალხური საშუალებებით სცადოთ.

მნიშვნელოვანია! მათი გამოყენების წინ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

მაშ, ასე რა დაგეხმარებათ ეპიდერმოიდული კისტის მოშორებაში?
  1. ვაშლის ძმარი
    კვირის განმავლობაში ყოველდღიურად დაიფინეთ კისტაზე ბამბა, რომელიც ვაშლის ძმარში იქნება დამბალი. დაიმაგრეთ ბამბა წებოვანი ლენტით (ლეიკოპლასტერით). სასურველია ეს პროცედურა ძილის წინ ჩაატაროთ, ხოლო დილით მოიხსნათ სახვევი და დაიმუშაოთ კისტა ანტისეპტიკური საშუალებით.
    ერთი კვირის შემდეგ კისტის ზედაპირი მოშორებას დაიწყებს. მისი მოშრება აუცილებელია შემდეგ კი გულდასმით დაიმუშავეთ კანი ანტისეპტიკური საშუალებით.


  2. ბაბუაწვერას ფოთლები
    შეურიეთ 1 ს/კ ბაბუაწვერას გამხმარი ფოთლები და 1 ს/კ იას ფოთლები. ადუღეთ ნაზავი 45 წუთი, გააცივეთ ნახარში. სვით რამოდენიმე ყლუპის ოდენობით დღეში 4 ჯერ, 10 დღის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ მიღებული ნახარში კისტაზე წაისვათ.

  3. ალოე ვერა
    ეს მცენარე განთქმულია თავისი ზემოქმედების ძალით კანზე. მოჭერით ალოეს ფოთოლი, გარეცხეთ წყალით და გამოწურეთ ცოტაოდენი წვენი. მიღებული მასით დაიმუშავეთ კისტა. ასევე სასარგებლოა ალოეს წვენის შინაგანი მიღებაც.


  4. რძე
    ჩაალბეთ ცაის პაკეთი რძეში რამოდენიმე წუთით, შემდეგ აკურატულად გაწურეთ ის და დაიფინეთ ძილის წინ დაზიანებულ არეზე. პროცედურის ხანგრძლივობა 7 დღე მიჯრით. კისტა საგრძნობლად შემცირდება ზომაში ან საერთოდ აღარ შეგაწუხებთ.

  5. აბუსალათინის ზეთი
    დაალბეთ ბამბა აბუსალათინის ზეთში და დაიდეთ ის დაზიანებულ არეზე. დაიფარეთ ცხელი პირსახოცი და გაიჩერეთ მთელი ღამით. ამ პროცედურის რეგულარული შესრულება უსწრაფეს გამოჯანმრთელებამდე მიგიყვანთ.