ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ და კანის დაბერებას ვუწყობთ ხელს!

ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ და კანის დაბერებას ვუწყობთ ხელს!
ასაკთან შედარებით ხნიერად გამოიყურებით? გარდა გენეტიკისა, სწრაფ დაბერებას სხვა მრავალი ფაქტორიც უწყობს ხელს.

წარმოგიდგენთ იმ ათ ჩვევას, რომლებსაც უნდა შეეშვათ, თუ გინდათ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ ბოტოქსისა და ქირურგიული ჩარევების გარეშე. გახსოვდეთ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ასე რომ ახლავე დაიწყეთ ცხოვრების წესის შეცვლა.

  1. უცხიმო დიეტები

    ნაოჭების გაჩენის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების მიღება, რომლებიც ხელს უწყობს კანის ელასტიურობისა და სიგლუვის შენარჩუნებას. უცხიმო ან დაბალცხიმიანი დიეტები სწორედ ამ კომპონენტის გარეშე გვტოვებს, რაც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს.

  2. სითხის სმა საწრუპი ჩხირით

    სითხის საწრუპი ჩხირით სმა ტუჩების გარშემო ხაზებისა და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. იგივე ხდება სიგარეტის მოწევისას. ეცადეთ, პირდაპირ ჭიქიდან დალიოთ სასმელი, ხოლო თუ მწეველი ხართ, შეეშვით სიგარეტს, სცადეთ მაინც! ეს შეიძლება გრძელი და მძიმე პროცესი აღმოჩნდეს, მაგრამ სიგარეტისთვის თავის დანებებას უზარმაზარი სარგებლობა და შედეგი მოაქვს.

  3. გვერდზე ძილი

    თუ გვერდულად გძინავთ, სახის ცალი მხარე კი ბალიშზე გაქვთ დაჭყლეტილი, ეს ლოყებსა და ნიკაპზე ნაოჭების გაჩენა-მომატებას შეუწყობს ხელს. ექსპერტები განმარტავენ, რომ ძილისთვის საუკეთესო პოზა ზურგზე წოლაა, ამასთან თქვენ შეინარჩუნებთ ახალგაზრდობასა და ენერგიულობას.

  4. ჯდომის არასწორი პოზა

    არასწორ პოზაში ჯდომა ხერხემლის ნორმალურ წყობას ცვლის. შედეგად, კუნთები და ძვლები ზედმეტად იძაბება, ეს ყველაფერი კი ტკივილსა და დაღლილობის შეგრძნებას იწვევს, ხშირად კი ხერხემლის დეფორმაციამდე მივყავართ.

  5. მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მხოლოდ შვებულების დროს

    კანის ნაადრევად დაბერების მთავარი მიზეზი ულტრაიისფერი სხივების ჭარბი რაოდენობით მიღებაა. მზის სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად, თუნდაც მოღრუბლულ ამინდში, რადგან ღრუბლები ულტრაიისფერი სხივების მხოლოდ 20%ს აკავებს.

  6. გამათბობელი საშუალებებით გადაჭარბებული სარგებლობა

    ხელოვნურად შექმნილი მაღალი ტეპერატურა შენობაში ჰაერს ძალიან აშრობს. თქვენი თმა და კანიც ძალიან შრება, შედეგად კი ნაოჭებს იღებთ. ეცადეთ, შინ გათბობის სისტემა მაღალ ტემპერატურაზე არ ამუშაოთ.

  7. რაციონიდან შაქრის ამოღება

    ყველამ ვიცით, რომ შაქარი მავნებელია, მაგრამ ასევე მავნებელია სტრესიც, ამიტომ ხანდახან უნდა მისცეთ თავს პირის ჩატკბარუნების უფლება, თუკი თქვენ ეს გაბედნიერებთ.

  8. ტელევიზორის ყურება

    ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ტელევიზორის ცქერის თითოეული საათი თქვენი სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას 22 წუთით ამცირებს. ექსპერტები გვირჩევენ, ტელევიზორის ცქერისას ყოველ ნახევარ საათში წამოდგეთ და გაიარ-გამოიაროთ.

  9. ძილის ნაკლებობა

    ზრდასრული ადამიანისთვის ყოველ ღამით 7 საათი ძილი აუცილებელია. ძილის ნაკლებობა მხოლოდ გამომეტყველებას კი არ გძენთ, არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ამცირებს. ექსპერტების რჩევით, თუკი უჩივით ენერგიის ნაკლებობას, გონებრივი მუშაობის შენელებას ან წონაში მატებას, ეცადეთ, ადრე დაიძინოთ.

  10. ნერვიულობა არაორგანიზებულობის გამო

    რამდენიმე კვლევის მიხედვით, ქრონიკული სტრესი მნიშვნელოვნად აზიანებს უჯრედებს, რამაც შეიძლება დააჩქაროს დაბერების პროცესი. ნუ იზარმაცებთ, დაივიწყეთ გამოთქმა: „გადადე ხვალისთვის ის საქმე, რომლის გაკეთება დღესაც შეიძლება“ და ეცადეთ, ყველაფერი თავის დროზე შეასრულოთ.