კანის მოვლის სამი კანონი
არსებობს კანის მოვლის „კანონები“, რომელთა დარღვევაც ისჯება კანის სხვადასხვა პრობლემითა და ბოლოს და ბოლოს, არც ისე მიმზიდველი გარეგნობით.
ეს კანონებია:
პირველი კანონი: წმენდა/დაბანა
ყველამ ვიცით, რომ კანი უნდა გავიწმინდოთ და დავიბანოთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რის საშუალებით და როგორ გავაკეთებთ ამას. ზოგიერთი საშუალება თქვენი კანისთვის შეიძლება ზედმეტად უხეში აღმოჩნდეს და სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ. დასაბანი საშუალებებია:
საპონი - ყველაზე მეტად აღიზიანებს კანს, თუმცა ყველაზე უკეთ აშორებს ჭუჭყსა და ცხიმს.
თხევადი გამწმენდები - ასეთი საშუალებების დიდი არჩევანი არსებობს, კარგად წმენდს ყველა ტიპის კანს, გარდა ძალიან ცხიმიანისა.
სახის გამწმენდები - რბილი გამწმენდები, თუმცა ვერ ერევა დიდი რაოდენობით ცხიმსა და ჭუჭყს.
რა უნდა გაითვალისწინოთ:
კანის დაბანის შემდეგ არ უნდა გქონდეთ სიმშრალის შეგრძნება.
სხვა, უკეთესი საშუალებებიც არსებობს.
მოძებნეთ გამწმენდი, რომელიც ერთდროულად რბილიც არის და ცხიმსა და ჭუჭყს კარგადაც აშორებს.
მეორე კანონი: დატენიანება
დატენიანება კანის მოვლის საფუძველი გახლავთ. კარგი დამატენიანებელი შეიცავს ისეთი ინგრედიენტების კომბინაციას, რომლებიც:
აღდგენენ კანის ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც მისი სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
ამცირებენ თავისუფალი რადიკალებისგან მოსალოდნელ ზიანს.
ეხმარებიან უჯრედებს ნორმალურად ფუნქციონირებაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ:
თანამედროვე დამატენიანებლები შეიცავენ შემდეგ ინგრედიენტებს:
გლიცეროლი - ეხმარება წყალს და სხვა დამატენიანებელ ინგრედიენტებს კანში შეღწევასა და სათანადო ადგილას მიღწევაში.
კერამიდები - ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ცხიმის ბალანსს.
ჰიდროქსი მჟავებს - ექსფოლიატორები, რომლებიც მკვდარი უჯრედების მოცილებას უწყობს ხელს.
ნიკოტინამიდი - ეხმრება კანს ბუნებრივი ცხიმის წარმოქმნაში.
როგორ ავირჩიოთ დამატენიანებელი?
ყველა კანი სხვადასხვანაირია, ასევე სხვადასხვანაირია დამატენიანებლებიც. ისინი უნდა აარჩიოთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით (მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური, აკნესკენ მიდრეკილი, წითელი კანი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, მგრძნობიარე კანი).
კანის დატენიანება გადაწყვიტეთ? მაშინ დაანებეთ თავი ბებიის დროინდელ კრემს და აარჩიეთ თანამედროვე, ეფექტური ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალება.
მესამე კანონი: მზისგან დაცვა
თუნდაც არ იყოთ გარუჯვის მოყვარული და მხოლოდ მცირე რაოდენობით უღებდეთ ულტრაიისფერ სხივებს, ეს ყველაფერი აკუმულირდება და საბოლოოდ იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და სხვადასხვა პრობლემას. ამიტომ აუცილებელი, სრულიად აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება.
რაც არ უნდა კარგად უვლიდეთ კანს, ეს ერთი ფაქტორი ყველაფერს წყალში ჩაყრის.