როგორ მოვიშოროთ ცხვირიდან სიწითლე, ეგზემა და შავი წერტილები
ცხვირის სიწითლე. ცხვირის სიწითლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლიანი სასმელების სმა, ზედმეტად მწარე, მლაშე საკვების მიღება, არასაღი პროდუქტების საკვებად გამოყენება და სხვა.
ზოგჯერ ცხვირის გაწითლებას იწვევს კუჭ-ნაწლავის არანორმალური მოქმედება, რის გამოც ხდება სისხლის მიწოლა და ზოგჯერ სისხლჩაქცევები ცხვირის მიდამოებში.
ასეთ შემთხვევებში საჭიროა თავი შევიკავოთ ღვინის, არყისა და ლუდის სმაზე, მწარე და მლაშე საკვების გამოყენებაზე. მიღებული უნდა იქნეს ზომები კუჭ-ნაწლავის რეგულარულად და ნორმალურად მოქმედებისთვის. უნდა ვიკვებოთ თეთრი ხორცით, ბოსტნეულით და რძის ნაწარმით.
გაწითლებული ცხვირი დღეში ორ-სამჯერ მოვიბანოთ შემდეგი ხსნარით:
ბორაკის ფხვნილი ჩავალესოთ წყალში და გავურიოთ ოდეკოლონი. ნარევი სუფთა ბამბით გადავისვათ ცხვირზე, ნუ მოვიწმენდთ, ცხვირზე შეშრეს, ერთი საათის შემდეგ სველი ბამბით მოვიშოროთ, ან კიდევ:
თუ ცხვირის სიწითლე ძლიერ გამოხატულია, ამ შემთხვევაში ვიხმაროთ:
ვარდის წყალი და ქაფურის სპირტი აფთიაქში იყიდება. გოგირდის ფხვნილს ჩავალესავთ ერთი ჩაის ჭიქა ცოვ წყალში. ერთი საათის შემდეგ წყალს გადავწურავთ, ნარჩენილ ნალექს, ვარდის წყალსა და ქაფურის სპირტს ერთად ავლესავთ და წავისვამთ გაწითლებულ ცხვირზე დილა-საღამოს. კარგად რომ შეშრება, მოვიბანთ თბილი წყლით.
თუ ცხვირის ლორწოვანი გარსი ზედმეტად ხმება, ცხვირის მოსაბან თბილ წყალში ჩავალესოთ 1 ჩ/კ საჭმელი სოდა, ცხვირის ნესტოებში ამოვისვათ ( საღამოობით ) ბორის ვაზელინი ან ექიმის მიერ გამოწერილი სპეციალური მალამო.
ზოგჯერ ცხვირის სიწითლეს იწვევს სიცივეც. ასეთ შემთხვევაში ცხვირზე წინასწარ უნდა წავისვათ რომელიმე ცხომოვანი მალამო.
შეიძლება ჩვენ თვითონ მოვამზადოთ ასეთი მალამო:
ყველაფერი ეს კარგად უნდა ავურიოთ ერთმანეთში.
ფერისმჭამელები ან შავი წერტილები ჩნდება ცხვირის კანქვეშ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კანი თხელია, უპირველეს ყოვლისა, უნდა ამოვიწმინდოთ ე.ი. ამოვიგდოთ ფერისმჭამელები სპეციალური, ამისათვის განკუთვნილი პატარა კოვზით ( იყიდება მაღაზიებში ), მოვიწმინდოთ ოდეკოლონში ან ქაფურის სპირტში დასველებული ბამბით და შემდეგ წავისვათ ასეთი ნარევი:
საღამოობით ცხვირი მოვიბანოთ მწვანე საპნით და ნელთბილი წყლით.
გაწითლებულ ცხვირზე დავიდოთ ზეჟანგის ხსნარში დასველებული ჰიგროსკოპული ბამბა.
ცხვირის ყოველდღიური მოვლა გამოიხატება ძირითადად ცხვირის ყოველდღიურ გამობანაში, რომ შიგ რაიმე არ ჩარჩეს და არ ჩახმეს, რაც ნორმალურ სუნთქვას უშლის ხელს.
ცხვირისა და მისი ნესტოების ეგზემის საწინააღმდეგოდ საჭიროა:

- ბორაკის ფხვნილი - 10 გრ,
- ოდეკოლონი - 10 გრ,
- ცივი წყალი 3/4 ჩ/ჭ.
ბორაკის ფხვნილი ჩავალესოთ წყალში და გავურიოთ ოდეკოლონი. ნარევი სუფთა ბამბით გადავისვათ ცხვირზე, ნუ მოვიწმენდთ, ცხვირზე შეშრეს, ერთი საათის შემდეგ სველი ბამბით მოვიშოროთ, ან კიდევ:
- ბორაკი - 5 გრ,
- ვარდის წყალი - 1 ს/კ
- იის ძირების ნაყენი - 1 /კ
თუ ცხვირის სიწითლე ძლიერ გამოხატულია, ამ შემთხვევაში ვიხმაროთ:
- ვარდის წყალი - 1/2 ჩ/ჭ
- ქაფურის სპირტი - 10 გრ,
- გოგირდის ნალექი - 10 გრ.
ვარდის წყალი და ქაფურის სპირტი აფთიაქში იყიდება. გოგირდის ფხვნილს ჩავალესავთ ერთი ჩაის ჭიქა ცოვ წყალში. ერთი საათის შემდეგ წყალს გადავწურავთ, ნარჩენილ ნალექს, ვარდის წყალსა და ქაფურის სპირტს ერთად ავლესავთ და წავისვამთ გაწითლებულ ცხვირზე დილა-საღამოს. კარგად რომ შეშრება, მოვიბანთ თბილი წყლით.
თუ ცხვირის ლორწოვანი გარსი ზედმეტად ხმება, ცხვირის მოსაბან თბილ წყალში ჩავალესოთ 1 ჩ/კ საჭმელი სოდა, ცხვირის ნესტოებში ამოვისვათ ( საღამოობით ) ბორის ვაზელინი ან ექიმის მიერ გამოწერილი სპეციალური მალამო.
ზოგჯერ ცხვირის სიწითლეს იწვევს სიცივეც. ასეთ შემთხვევაში ცხვირზე წინასწარ უნდა წავისვათ რომელიმე ცხომოვანი მალამო.
შეიძლება ჩვენ თვითონ მოვამზადოთ ასეთი მალამო:
- ნუშის ან ატამის ზეთი - 2 ს/კ,
- სალიცილის მჟავა - 1ჩ/კ,
- სუფთა გლიცერინი - 2 ჩ/კ.
ყველაფერი ეს კარგად უნდა ავურიოთ ერთმანეთში.
ფერისმჭამელები ან შავი წერტილები ჩნდება ცხვირის კანქვეშ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კანი თხელია, უპირველეს ყოვლისა, უნდა ამოვიწმინდოთ ე.ი. ამოვიგდოთ ფერისმჭამელები სპეციალური, ამისათვის განკუთვნილი პატარა კოვზით ( იყიდება მაღაზიებში ), მოვიწმინდოთ ოდეკოლონში ან ქაფურის სპირტში დასველებული ბამბით და შემდეგ წავისვათ ასეთი ნარევი:
- სპირტი - 50 გრ,
- მწვანე საპონი - 40 გრ,
- სალიცილის მჟავა - 1 გრ,
- წყალი - 1/2 ჩ/ჭ.
საღამოობით ცხვირი მოვიბანოთ მწვანე საპნით და ნელთბილი წყლით.
გაწითლებულ ცხვირზე დავიდოთ ზეჟანგის ხსნარში დასველებული ჰიგროსკოპული ბამბა.
ცხვირის ყოველდღიური მოვლა გამოიხატება ძირითადად ცხვირის ყოველდღიურ გამობანაში, რომ შიგ რაიმე არ ჩარჩეს და არ ჩახმეს, რაც ნორმალურ სუნთქვას უშლის ხელს.
ცხვირისა და მისი ნესტოების ეგზემის საწინააღმდეგოდ საჭიროა:
- ყოველდღიურად მოვიბანოთ ცხვირი ბორის მჟავას ან სახამებლის ხსნარით ( 1 ჩაის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე ).
- ერთი-ორი წუთის განმავლობაში წვეთ-წვეთად ჩავისხათ ცხვირში შემდეგი სხნარი:
- ქაფურის ზეთი - 5 გრ,
- იოდი - 5 გრ,
- დაწმენდილი ფისი - 10 გრ,
- სპირტი - 30 გრ,
- წყალი - 1/2 ჩ/ჭ.