ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ელასტიურობა. ეს ეხება ყელისა და კისრის კუნთებსაც!

ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საჭიროა  შევინარჩუნოთ ელასტიურობა. ეს ეხება ყელისა და კისრის კუნთებსაც!
ისე არაფერი გასცემს ქალის ასაკს, როგორც ყელზე გაჩენილი ხაზები. დილაობით ყელზე შეისხურეთ ცივი წყალი. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ შემდეგნაირი სათბური ( კომპრესი ) . ერთ ჭურჭელში მოამზადეთ ცხელი წყალი, მეორეში ცივი. ტილოს ნაჭერი ცივ წყალში დაასველეთ და დაიდეთ ყელზე. ცოტა რომ შეშრება ცხელ წყალში დაასველეთ. ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ.
გარდა ამისა ცხადია, რომ ყელზე დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ მაინც, იკეთებთ იმ ნიღბებს, რომელსაც ხმარობთ სახის კანისათვის. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ელასტიურობა. ეს ეხება ყელისა და კისრის კუნთებსაც. ამ მხრივ შესანიშნავ ეფექტს იძლევა, ვარჯიშების შემდეგი კომპლექსი:

  1. ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხელები დაუშვით. თავი მაქსიმალურად გადასწიეთ ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს. ვარჯიში გაიმეორეთ ოცჯერ.

  2. შეინარჩუნეთ საწყისი მდგომარეობა . თავი დაძაბული მოძრაობით, ნელ - ნელა დახარეთ წინ, სანამ ნიკაპით მკერდს არ შეეხებით. შემდეგ თავისუფალი და სწრაფი მოძრაობით თავი უკან გადასწიეთ. ვარჯიში გაიმეორეთ ოცჯერ.

  3. შეინარჩუნეთ საწყისი მდგომარეობა. თავი მოაბრუნეთ მარჯვნივ ( მაქსიმალურად ), შემდეგ მარცხნივ. ვარჯიში გაიმეორეთ ოცჯერ.

  4. გააკეთეთ თავის წრიული მოძრაობები, ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს.


ჩვენს მიერ შემოთავაზებული კომპლექსი, არც ენერგიის დიდ დაძაბვას მოითხოვს და არც დიდ დროს წაგართმევთ. სამაგიეროდ რეგულარულად თუ შეასრულებთ, შედეგი შესანიშნავი იქნება.
კიდევ რამდენიმე რჩევა: გადაეჩვიეთ მაღალ ბალიშზე ძილს. მაშინ ნაადრევად არც ყელზე ხაზები გაგიჩნდებათ და არც ღაბაბი დაგიუშნოვებთ სახის ოვალს. აქვე გვინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ ღაბაბის შესახებ. დილით პირის დაბანისთანავე გაიკეთეთ ღაბაბის მასაჟი. აიღეთ წყალში დასველებული და მაგრად გაწურული პირსახოცი. კარგი იქნება თუ წყალს, ცოტა ძმარს გაურევთ. ამ პირსახოცით ქვემოდან ზემოთ დაიზილეთ ღაბაბი. მოძრაობები უნდა იყოს წრიული , მკვეთრი.
ნუ დაიშურებთ დროსა და მონდომებას. დაგვერწმუნეთ სულ რაღაც ერთ თვეში, აშკარა ცვლილებებს დაინახავთ. თეთრი, კრიალა და უნაოჭო ყელის კანი, თქვენი შრომის ყველაზე დიდი ანაზღაურება იქნება.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...