დილით გაწეწილი თმით რომ არ გაიღვიძოთ

დილით გაწეწილი თმით რომ არ გაიღვიძოთ
თუ ფიქრობთ, რომ დილაობით იდეალური შესახედაობით თმით გაღვიძება მხოლოდ ფილმებშია შესაძლებელი, ძალიან ცდებით! გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რაც ამაში დაგეხმარებათ.
სანამ დაიწყებდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ზოგადი წესები:

  • არასდროს დაიძინოთ სველი თმით, რადგან სველი თმა ადვილად იმტვრევა.
  • თუ თმის საშრობს იყენებთ, აუცილებლად გამოიყენეთ გრილი ჰაერის ნაკადი. ამით თმის აბურდვას აიცილებთ თავიდან. არასოდეს გაიშროთ თმა საშრობით ბოლომდე - ოდნავ ნესტიანი დატოვეთ და აცალეთ, თვითონ გაშრეს.
  • ყოველთვის დაივაცხნეთ თმა ძილის წინ.
  • ატარეთ თქვენი თმის ტიპის შესაფერისი ვარცხნილობა და ყოველღიურად იზრუნეთ თმაზე.


  1. დაიწანით თმა ძილის წინ
    დაწნილი თმა არ აიბურდება და დაიმუხტება ლოგინში. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შეიძლება მხოლოდ მშრალი ან ოდნავ ტენიანი თმის დაწნა!
    ასევე გაითვალისწინეთ, რომ ნაწნავი არ უნდა იყოს მჭიდრო.

  2. დაიტანეთ თმაზე რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი
    თმის ბოლოებზე ქოქოსის ზეთის წასმისას თქვენი თმა აღარ დაელექტროვდება და საოცრად იბრწყინებს. გაითვალისწინეთ, რომ ზეთი მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ და მოარიდოთ თავის კანს.

  3. შეიძინეთ აბრეშუმის ბალიშისპირები
    ატლასისა და აბრეშუმის თეთრეულში ძილი ამცირებს ხახუნს, რომელიც თმის მტვრევას, ბოლოების გაყოფასა და ცვენას იწვევს. ამგვარი თეთრეული საოცრებას ახდენს ხვეული თმისთვისაც. განახორციელეთ ეს კაპიტალდაბანდება და გვენდეთ, არ ინანებთ!
    ასევე შეგიძლიათ თმა აბრეშუმის ყელსახვევით წაიკრათ და ისე დაიძინოთ.

  4. ძილის წინ თმაზე ალოეს გელი წაისვით
    შეურიეთ მცირე რაოდენობის ალოეს გელი მინერალურ წყალს და ეს თვითნაკეთი კონდიციონერი გასასხურებელთავიან ბოთლში ჩაასხით. ნარევი მიისხურეთ თმაზე უშუალოდ დაწოლის წინ. ალოე არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის ბოლოების დასატენიანებლად და ელექტროობის კონტროლისთვის.

  5. წაისვით ცოტაოდენი ტანის ლოსიონი
    ტანის ლოსიონის სულ მცირე რაოდენობას შეუძლია მშვენივრად კვებოს თქვენი თმა, სანამ თქვენ გძინავთ. აიღეთ ცოტა ლოსიონი და უბრალოდ გადაისვით ხელები თმაზე, განსაკუთრებული ყურადღება თმის ბოლოებს მიაქციეთ. შემდეგ დაივარცხნეთ თმა.

  6. გაიკეთეთ ე.წ. „კოსა“
    თუ გრძელი თმა გაქვთ, ნაწნავის ნაცვლად შეგიძლიათ ე.წ. „კოსა“ გაიკეთოთ. თავდაპირველად აიწიეთ თმა და მსუბუქად შეიკარით კუდივით, შემდეგი კი ნაზად დაახვიეთ. დილით თმა მოწესრიგებული და მბზინვარე იქნება.

  7. სცადეთ საბავშვო საშუალებების გამოყენება
    ისეთი საბავშვო საშუალებები, როგორიცაა ზეთები და თმის აბურდვის საწინააღმდეგო შესასხურებლები, ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული და გაცილებით ნაზი მოქმედებისაა, ვიდრე უფროსებისთვის შექმნილი იგივე პროდუქცია. სცადეთ თმის დაბანა საბავშვო შამპუნით, შემდეგ კი ცოტაოდენი საბავშვო ზეთი წაისვით, განსაკუთრებით თმის ბოლოებზე. თუ ამ პროცედურას ძილის წინ ჩაიტარებთ, დილით არაჩვეულებრივად რბილი თმით გაიღვიძებთ.

  8. ტალღოვანი კულულების მისაღებად გამოიყენეთ საბავშვო პუდრი
    თუ გინდათ ჰაეროვანი, ტალღოვანი კულულებით გაიღვიძოთ, თმის ძირებზე ცოტაოდენი საბავშვო პუდრი მიიფრქვიეთ ცხიმის მოსაშორებლად. დაივარცხნეთ თმა, დაიწანით და დილით ჰოლივუდური ტალღოვანი თმით გაიღვიძებთ.

  9. გამოიყენეთ ნეილონის წინდები
    ამ ხრიკის მეშვეობით, დილით თქვენი თმა რბილი და სრიალა იქნება. დაივარცხნეთ თმა და გაიკეთეთ „კოსა“. შემდეგ გამოიყენეთ ნეილონის წინდა ღამის ჩაჩის ნაცვლად და დაიმაგრეთ სარჭებით. დაელექტროებულ თმასთან ომი მოგებულია!

  10. თმისთვის მხოლოდ პლასტმასის აქსესუარები გამოიყენეთ
    პლასტმასის აქსესუარები საუკეთესო არჩევანია იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ძილის დროს თმის აბურდვა. დაივიწყეთ ლითონის სარჭები, ისინი ადვილად ამტვრევენ თმის ღერს.