რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია და როგორ ვუმკურნალოთ მას მარტივად

რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია და როგორ ვუმკურნალოთ მას მარტივად
საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული. სწორედ მას ვუწოდებთ ეროზიას.

FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე სამკურნალო მეთოდს:

  • ბერულას ექტრაქტი: აიღეთ 2 ს/კ ფხვნილად კარგად დაქუცმაცებული ჭაობის ბერულა და დაასხით მას 1 ჭიქა შემთბარი მზესუმზირის ზეთი. გააჩერეთ ეს ნარევი 1 დღე-ღამეს თბილ ადგილზე და შემდეგ წამოადუღეთ 5 წთ ნელ ცეცხლზე.

  • გარდა ბერულასი, სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაგირის ფესვი - ის აუცილებლად უნდა მიიღოთ როგორც შინაგანად, ასევე როგორც გარეგანი საშუალება. 3 ს/კ დაქუცმაცებული ჩაგირის ფესვი ხარშეთ 1 ჭიქა წყალში ნელ ცეცხლზე. რათა ამოშრეს სითხის ნახევარი. მიღებული ექსტრაქტი გახსენით ჭიქანახევარ თბილ ანადუღარ წყალში და გამოიყენეთ ის საშვილოსნოს ყელის გამოსარეცხად. ყოველდღე ჩაიტარეთ პროცედურები, ხოლო შინაგანად მიიღეთ იმავე ექსტრაქტის 30 წვეთი 1 ს/კ წყალზე 3-ჯერ დღეში 15 წთ-ით ადრე ჭამამდე. აგრეთვე, თქვენ შეგიძლიათ შესხურება ჩაგას გამოყენებით. ხოლო შემდეგ გაიკეთოთ ტამპონები ბერულას ექტრაქტით. მკურნალობის კურსი ჩაიტარეთ 8-12 დღე.

  • აიღეთ 2 ს/კ ქრისტესისხლა, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ, გააგრილეთ, გაწურეთ. გამოჭყლიტეთ და დაუმატეთ ანადუღარი წყალი 200 მლ მოცულობამდე. აიღეთ ასევე 1 კბილი ნიორი და დაანაყეთ 1 ტაბლეტ სტრეპტოციდს. მიღებული ნაყენი შეისხურეთ დღეში ერთხელ და შეისვენეთ თვიურის პერიოდში.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური