გაწუხებთ ფეხების შეშუპება? ხალხური მედიცინა გადაჭრის ამ პრობლემას!
ფეხები შესაძლოა სხვადასხვა მიზეზის გამო შეშუპდეს. ამის შესახებ მხოლოდ ორსულებს შეუძლიათ მოყვენ "მხიარული" ისტორიები, სხვა შემთხვევაში არაფერი დადებითი ამაში არ არის, მაგრამ თუკი დროულად შევუდგებით პრობლემის გადაჭრას, სერიოზულ დაავადებებს თავს ავარიდებთ და სწორედ ამაში დაგეხამრებათ FPaparazzi-ს რედაქციის მიერ შმეოთავაზებული ხალხური რეცეპტი.
- შინაგანი გამოყენებისათვის ფეხების შეშუპებისას საკმაოდ ხშირად გამოიყენებენ 3 ლიმონის (ქერქთან ერთად) და 125 გრამი პირშუშხას ნაზავს. ეს ორი ინგრედიენტი უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიიღოთ 10-15 წუთით ადრეა საუზმემდე და ვახშმამდე. თუ წამალი ზედმეტად მჟავე იქნება შეგიძლიათ დაუმატოთ მცირეოდენი ნატურალური თაფლი.
- კიდევ ერთი მოქმედი ნაყენი გულისხმობს ერთი სუფრის კოვზი ოხრახუშის ფესვების ან ნაყოფის გამოყენებას, რომელსაც უნდა დაასხათ ორი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენოთ ნაყენი 10 საათით. მიღებული სასმელი უნდა დალიოთ დღის განმავლობაში, მაგრამ ერთ მიღებაზე არ უნდა მიიღოთ ერთ სუფრის კოვზე მეტი ოდენობით.
- ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანები. ამისათვის საჭიროა მოხარშოთ ნახევარი კილოგრამი წაბლის ან მუხის ტოტები, რომელიც უდნა დააყენოთ 12 აათის განმავლობაში. ამის შემდეგ მას იყენებენ გამაგრილებელ ნახევარსაათიან აბაზანებს 10 დღის განმავლობაში.
- კიდევ ერთი აბაზანისათვის გამოიყენება დაახლოებით 100 გრამი ფიჭვის წიწვები, რომელსაც ასხავენ ერთ ლიტრ წყალს და წამოადუღებენ. ამის შემდეგ უნდა მოათავსოთ ორთქლის აბაზანაზე ნახევარი საათის განმავლობაში.შემდეგ უნდა დაელოდოთ სანამ ნაზავი სრულად არ გაცივდება, გაფილტროთ და გააზაოთ ცივ წყალთან. მოათავსეთ მიღებულ ნაზავში ფეხები 15 წუთით და გაიმეორეთ პროცედდურა საჭიროების შემთხვევაში.
- ასევე გირჩევთ ნახოთ ვიდეო, სადაც საუბრობენ ფეხების შეშუპების წარმოქმნის ძირითად მიზეზებზე. მათი წყალობით თქვენ შეძლებთ უმკურნალოთ არა მხოლოდ სიმპტომებს, არამედ თავად დაავადებასაც, რომელმაც ასეთ შედეგებამდე მიგიყვანათ.