ბრტყელი მუცელი 48 საათში: დეტოქსიკაციის სასწაული

ბრტყელი მუცელი 48 საათში: დეტოქსიკაციის სასწაული
ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდისას თქვენ არა მხოლოდ სახის ფერს, თვითშეგრძნებას და ხასიათს იუმჯობესებთ, არამედ თქვენს მუცელს უფრო ბრყელს გახდით! ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ამისათვის მხოლოდ 2 დღე დაგჭირდება!
ამ ორი დღის განმავლობაში თქვენ ჩვეულებრივად განაგრძნობთ კვებას, გამორიცხავთ მხოლოდ გაზიან სასმელებს, ტკბილეულს და ცომეულს.

ხოლო ამ ორ დღეს ჩვენ მიერ შმეოთავაზებული რეცეპტით, მომზადებული დეტოქს-კოქტეილით დაიწყებთ და დაასრულებთ.


დილის დეტოქს-კოქტეილის ინგრედიენტები
  • ერთი ჭიქა წყალი
  • ერთი სუფრის კოვზი თაფლი
  • ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • ნახევარი ჩაის კოვზი დაფქილი კოჭა (ჯინჯერი)
  • ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.


მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი, გადაურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი და დაასხით ადუღებული წყალი. ადროვეთ გაცივება და დალიეთ ერთი ამოსუნთქვით, მაშინთვე როგორც კი კოქტეილის ტემპერატურა ოთახისას გაუთანაბრდება.


საღამოს დეტოქს-კოქტეილის ინგრედიენტები
  • ორი პომიდორი
  • ერთი კბილი ნიორი
  • ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • ერთი ჭიქა წყალი

დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთად, გახსენით წყალში და სვით ძილის წინ, შეგიძლიათ დალიოთ ერთი მოყურებით ან ცოტ-ცოტა, მთავარია ამ კოქტეილის დალევის შემდეგ აღარაფერი ჭამოთ.

თქვენ გამოგიცდიათ რაიმე დეტოქს-კოქტეილი? ან ხომ არ იცით რაიმე მოქმედი საშუალება მუცლის ფორმაში მოსაყვანად? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში, ჩვენი მკითხველი მადლობელი იქნება.