ეს ორი პროდუქტი გაახალგაზრდავებს კანს დეკოლტეს ზონაზე, რამოდენიმე წუთში!
დეკოლტეს ზონა — ქალის სხეულის საკმაოდ დელიკატური ნაწილია და მოვლაც შესაბამისი ჭირდება. მოვლის გარეშე კანი მალე დაბერდება, გამოშრება და პერგამენტს დაემზგავსება, სრულიად შესაძლებელია დაიფაროს წვრილი ნაოჭებითაც. ამის შემდეგ შეგიძლიათ ღრმა დეკოლტეს, მომხიბვლელ სვიტერს და ღია საცურაო კოსტიუმებს დაემშვიდობოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბი რომლის დამზადებასაც დღეს FPaparazzi-ს რედაქცია გასწავლით შედგება ისეთი ინგრედიენტებისაგან, რომელიც ნებისმიერი დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება წლის ნებისმიერ დროს, მათი ღირებულება შედარებითად იაფია და ხელმისაწვდომია ყველასათვის, ასევე აღსანიშნავია, რომ აქვს სასიამოვნო სუნი.
გაითვალისწინეთ წინასწარ, რომ ამ ნიღაბის შემადგენლობაში შედის თაფლიც, რომელიც ალერგიის გამომწვევ პროდუქტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუ მასში კონსერვანტები შედის. ხოლო როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს კონსერვანტები ყველგანაა, ამიტომ უმჯობესია ნიღაბის წასმამდე ჩაიტაროთ ტესტი ალერგიაზე და დარწმუნდეთ, რომ პირადად თქვენ არანაერი პრობლემა არ შეგექმნებათ.
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:

- 1 საშუალო ზომის ნედლი კარტოფილი
- 1 სუფრის კოვზი თხევადი თაფლი (ან გამდნარი ორთქლის აბაზანაზე)
- 1 სუფრის კოვზი საყვარეი ნაღები (სასურველი სქელი, მაგრამ ეს აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს)
- 50 მილილიტრი სამარხვო ზეთი
მომზადების და გამოყენების წესი:
- თავდაპირველად გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ კანთან ერტად, შემდეგ გაასუფთავეთ და დაჭლიტეთ პიურეს კონსისტენციის მიღებამდე.
არ დაუმატოთ მარილი ან სხვა სუნელები და შეეცადეთ ზედმეტად არ მოხარშოთ ძირითადი პროდუქტი. - პიურეში დაამატეთ თხევადი თაფლი და სამარხვო ზეთი. გადაურიეთ ერთგვაროვანი მასის მღებამდე ისე, რომ არ დაგრჩეთ დაუშლელი ნამცეცები. ნიღაბი იდეალში უნდა წააგავდეს ძალიან ნაზ და სუფთა პიურეს.
- შემდეგ წაისვით ნიღაბი დეკოლტეს არეზე ჯერ კიდევ თბილ მდგომარეობაში და გაიჩერეთ 20 წუთი. ამ დროის განმავლობაში შეეცადეთ მაქსიმალურად მოდუნდეთ და ზედმეტად არ იმოძრაოთ. დროის გასვლის შემდეგ ჩამოირეცხეთ ნიღაბი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
- გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ და ვერასოდეს შეიტყობთ როგორია უშნო დეკოლტეს ზონა.