კოსმეტოლოგების საიდუმლო, საოცრად ეფექტური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტი!

კოსმეტოლოგების საიდუმლო, საოცრად ეფექტური გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტი!
ამ ნიღაბს შეგვიძლია უწოდოთ SOS - კანისათვის, მას შეუძლია კანის სასწრაფო წესით მწყობრში მოყვანა, გადაასწოროს მცირე ნაოჭები, გააღიაოს თქვენი სახის კანი. ეს რეცეპტი იდეალურია, თუკი თქვენ სახის კანის მოწესრიგება მნიშვნელოვანი მოვლენისთვის სწრაფად გჭირდებათ, რადგან ის ფაქტიურად მომენტალურად მოქმედებს! - გაახალგაზრდავების კურსი 5 დღისგან შედგება!

ინგრედიენტები:
  • გლიცერინი - 1 ჩ/კ
  • ნატურალური თაფლი - 1ჩ/კ
  • მინერალური წყალი - 1 ს/კ
  • სიმინდის ფქვილი - 1 ს/კ


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. თავდაპირველად საჭიროა შეათბოთ თაფლი და შეურიოთ მას ფქვილი და გლიცერინი ისე, რომ გრანულები არ დარჩეს.
  2. შემდეგ დაუმატოთ მინერალური წყალი, ის შესაძოა მითითებულ ოდენობაზე მცირედით მეტი დაგჭირდეთ, რაც მასის სისქეზეა დამოკიდებული.
  3. ამ ნიღაბის სახეზე გაჩერება 30-40 წუთის მანძილზეა საჭირო, რის შემდეგაც უნდა ჩამოიბანოთ, რისთვისაც საუკეთესო საშუალებად გვირილის ნაყენი ითვლება, რადგან ის არ ცვლის PH-ს (წყალბადის მაჩვენებელი)

შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით! მცირე ნაოჭები გადასწორდება ინექციების და ძვირადღირებული კრემების გარეშე, კანი პრიალა და ნაზი გახდება.
სხვათაშორის ეს ნიღაბი შესანიშნავად მოქმედებს დეკოლტეს ზონისთვის და ხელებისთვისაც.
ეს ნიღაბი ასევე შესანიშნავი საშუალებაა სახის ფერის გათანაბრებისათვის. მასში შემავალი სასარგებლო კომპონენტები დაგიცავენ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.