ბანანის განწყობილება იგივე " ბედნიერების ნარკოტიკი "

ბანანის განწყობილება იგივე " ბედნიერების ნარკოტიკი "
ბანანის განწყობილება. მისი შემადგენლობის შესწავლამ აჩვენა ბევრი საინტერესო რამ. იგი შეიცავს ალკალოიდს ხარმანს, რომლის საფუძველია " ბენდიერების ნარკოტიკი " ანუ მესკალინი, რომელიც ამაღლებს ადამიანის სულიერ განწყობას. გარდა ამისა ბანანის შემადგენლობაში ზემოთ ნახსენები ტრიპტოფანია, რომელიც ორგანიზმში იქცევა სეროტონინად, რაც ბედნიერების განცდას გვანიჭებს. B ჯგუფის განსაკუთრებით B6 ჯგუფის ვიტამინების შემცველობა ხდის ამ ხილს ნერვული სისტემის დამამშვიდებლად. იგი ასევე არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. ეს კი თავის მხრივ ამაღლებს განწყობას. მეცნიერი ფსიქიატრებიც კი ადასტურებენ ბანანის საოცარ გავლენას.

ძირფესვიანად რომ შეცვალოთ კვების სისტემა, მისი რაციონის საფუძვლად უნდა ავიღოთ მარცვლეული, თხილეული და ხილი. ისინი შეიცავენ ადამიანისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, მიკროელემენტებსა და უჯრედისს.
მარცვლეულს საკვებად ხმარობდნენ ჯერ კიდევ 30 000 წლის წინათ.

როგორც იტალიელი მეცნიერების გამოკვლევებით დასტურდება, ისტორიამდენ ეპოქაში, ჯერ კიდევ " ქვის საუკუნეში " , პირველყოფილი ადამიანები მარცვლეულ კულტურებს ნაყავდნენ ქვით! საუკუნეებსაც ამიტომ დაერქვა ქვის ხანა. ისტორიკოსებმა ფლორენციაში აღმოაჩინეს ასეთი ქვები და მარცვლის ნარჩენები მათზე.
მაშასადამე პირველყოფილი ადამიანებისთვის ცნობილი იყო მარცვლეული კულტურა და მისი დამუშვების წესები.

საკვების გადამუშავებისა და მონელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ გულმოდგინედ დაღეჭავთ მას.

ძველი ჩინელი ბრძენკაცები ამბობდნენ, რომ უნდა ჭამო, როგორც სვამ, ე.ი. საკვები უნდა ღეჭო მანამდე, სანამ იგი თვითონ არ გადაიყლაპება ( გადავა ყელში ). ხოლო უნდა დალიო, როგორც ჭამ, ე.ი. სითხე უნდა დაღეჭო ნელა და გულმოდგინედ, რომ იგი შეერიოს ნერწყვს. კარგად დაქუცმაცებული ნერწყვის ფერმენტებით დამუშვებული საჭმელი არამარტო კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ, არამედ ნაკლებ ტრამვას აყენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებისათვის.

თუ ქვემოთ აღნიშნულ სწორი კვების 5 წესს დაიცავთ, ჭარბ წონასაც აიცილებთ და არაერთ ავადმყოფობასაც.


  1. ახალი ხილ- ბოსტნეული თქვენი საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს. სასურველია იგი მოიყვანოთ საკუთარ ნაკვეთზე ან ბინის აივანზე. საქმე იმაშია, რომ ხილი და ბოსტნეული, რაც ბაზარზე იყიდება, შეიძლება რამდენიმე დღის უკან იყოს დაკრეფილი და თუ კი თქვენ მას კიდევ მაცივარში შეინახავთ, მისგან სასარგებლო ძალზე ცოტა დარჩება.

  2. თუ ჭამას სალათებით დაიწყებთ, შიმშილის გრძნობას იგი მკვეთრად შეგიმცირებთ და ხორცსა და სხვა მძიმე პროდუქტებს ნაკლებს მიიღებთ. ეს კი ჯანმრთელობას წაადგება.

  3. ზაფხულში ადვილად შეძლებთ ცოტა ჭამოთ პური, ღორის და ძროხის ხორცი.

  4. გაითვალისწინეთ კიდევ ერთი გარემოება. წინა დღეს მომზადებულ და შემდეგ გაცხელებულ საკვებში - სასარგებლო ნივთიერებები თითქმის არ რჩება, ამიტომ წინასწარ ნუ მოამზადებთ საკვებს რამდენიმე დღისათვის.

  5. სასურველია საუზმედ მიიღოთ ფაფები, შავი პური და ჩაი. ჩაი ყავაზე უფრო ეფექტურია გამოღვიძებისათვის.

დაიმახსოვრეთ სადილი აუცილებლად მიიღეთ თავის დროზე და ნორმალურად. სადილის გადადება ან ნაჩქარევად ჭამა აუცილებლად განაპირობებს ამის ორმაგად ანაზღაურებას ვახშამზე.

ყოველი ჭამის შემდეგ კბილები გამოიხეხეთ ან საღეჭი რეზინა დაღეჭეთ. ამის სისტემატიური გაკეთებით ეს იქნება სიგნალი, რომ ჭამა დამთავრებულია.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია