პირველადი დახმარების გაწევა მოწამლულთათვის
მოწამვლა, იგივე ინტოქსიკაცია, მაშინ ვითარდება, როცა ადამიანი ტოქსიკურ ნივთიერებას გადაყლაპავს, ჩაისუნთქავს ან მოხვდება კანზე, ლორწოვან გარსზე, თვალში. პოტენციური მომწამვლელი ნივთიერებების სია ძალზე გრძელია: თავისუფალ გაყიდვაში არსებული მედიკამენტები, აკრძალული პრეპარატები, ქიმიკატები, აირი, ვიტამინი, ზოგიერთი საკვები, სოკო, მცენარე, ცხოველის შხამი და უამრავი სხვა.
ალკოჰოლით ან უვარგისი სპირტით მოწამვლის ნიშნებია : პირიდან ღვინის ან სპირტის სუნი, სახის გაფითრება ან ძლიერ გაწითლება, თვალის კაკლის შეკუმშვა, აღგზნება, მაჯის ცემის შენელება და სხვა.
რა დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ?
ალკოჰოლით ან უვარგისი სპირტით მოწამვლის ნიშნებია : პირიდან ღვინის ან სპირტის სუნი, სახის გაფითრება ან ძლიერ გაწითლება, თვალის კაკლის შეკუმშვა, აღგზნება, მაჯის ცემის შენელება და სხვა.
რა დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ?
- საჭიროა კუჭ-ნაწლავის სასწრაფოდ ამორეცხვა, ტანის დაზელვა, ფეხებთან სათბურების დადება. მძიმე მდგომარეობის დროს ხელოვნური სუნთქვა და სასწრაფოდ ექიმის გამოძახება.
ხორცის, თევზეულის , ძეხვეულის და სხვა შხამებით მოწამვლის ნიშნებია: ღებინება, კუჭის აშლილობა, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, თვალის კაკლების გაფართოება. მძიმე შემთხვევაში საყლაპავი ორგანოების შეკუმშვა.
თქვენი დახმარება ასეთი უნდა იყოს: - კუჭის ამორეცხვა მარგანეცმჟავა გარეული ნელთბილი წყლით, კუჭ- ნაწლავის გასაწმენდი და შემდეგ სადეზინფექციო საშუალებების მიცემა: სალილი, დენობით დალევა, მუცელზე და ფეხებზე სათბურების ( გრელკების ) დადება. ბესალოლი, უროტროპინი და სხვა. რძისა და ლორწოვანი სითხეების დიდი რაოშხამსაწინააღმდეგო შრატს ექიმი შეუშხაპუნებს.
დარიშხანით მოწამვლის ნიშნებია: - მწვავე ტკივილები საყლაპავი მილისა და კუჭის არეში, ღებინება, საშინელი წყურვილი, პირში ლითონის გემო. მუცლის ლორწოვანი აშლილობა. შრდის შესამჩნევად შემცირება, ცივი ოფლის დინება და სხვა.
თქვენი დახმარება ექიმის მოსვლამდე ასეთი უნდა იყოს: ღებინების გამოწვევა კვერცხის ცილანარევ თბილი რძით, თუ ხელთ გექნებათ დამწვარი მაგნეზია, გაურიეთ ნელთბილ წყალში და გაუკეთეთ ოყნა, მუცელზე დაადევით სათბური. შხამსაწინააღმდეგო წამალი მიეცით ექიმის დანიშნულებით. - მწარე ნუშის, ატმის და ჭერამის კურკის გულით, აგრეთვე წიფელას ნაყოფის გულის არაზომიერად ჭამის შედეგად შეიძლება მოხდეს მოწამვლა, რის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები პირის ღებინების გამოსაწვევად, კუჭის ამორეცხვა ზეჟანგარეული წყლით ( 1 ჩაის კოვზი ზეჟანგი 1 ლიტრა წყალში ), ქაფურის ან კოფეინის შეშხაპუნება და ექიმის სასწრაფოდ გამოწვევა.
შხამიანი სოკოებით მოწამვლა : - მოწამვლის ნიშნები 2-3 საათის შემდეგ გამოვლინდება, ზოგჯერ უფრო ადრეც. იწყება ნერვიული მოვლენებით, კრუნჩხვებით და მიმდინარეობს პირიდან ქაფის და თვალებიდან განუწყვეტლივ ცრემლის დინებით. მოწამვლას თან ახლავს ხელ-ფეხის გაცივება, ბოდვა, ჰალუცინაციები, თვალის კაკლების გაფართოება და სხვა.
სასწრაფოდ უნდა იქნეს ამორეცხილი კუჭი მარგანეცომჟავათი ოდნავ შევარდისფრებული და სასმელი სოდაგარეული წყლით. ამავე წყლით ავადმყოფს უნდა გაუკეთოთ ოყნა, ჩააყლაპინოთ ხის ნახარში, დაუყოვნებლივ გამოუძახოთ ექიმს , რომელიც მიიღებს დანარჩენ ზომებს.