ოსტეოქონდროზის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეკომენდაციებით!
ოსტეოქონდროზი - მოკლე ენციკლოპედიური განმარტებით დაავადებათა ჯგუფია, რომელშიც გაერთიანებულია გრძელი ლულისებრი ძვლების ხრტილქვეშა და მოკლე ძვლების - აპოფიზების, უპირატესად, ანთებითი ხასიათის დაზიანებები.
კისრის ოსტეოქონდროზს რაც შეეხება, შეგიძლიათ იოდითაც მოირჩინოთ, უბრალოდ, დღეგამოშვებით რეგულარულად წაისვით იოდი 1 კვირის განმავლობაში მტკივნეულ ადგილზე და მის გარშემო. პრაქტიკულად , შვებას მაშინათვე იგრძნობთ. უკეთესია წაისვათ ღამით. ტკივილი თანდათანობით გიკლებთ, ხოლო სრულებით გაგივლით მესამე პროცედურის შემდეგ.
- ოსტეოქონდროზი ვერ შეგაშინებთ, თუ წითელი მოცვის ფოთლებს - დაფხვნილს აიღებთ სულ რაღაც ნახევარ ჩაის კოვზს, დაასხამთ ჭიქა მდუღარე წყალს, დააყენებთ ნახევარ საათს და შევსამთ როგორც ჩაის. ეს ნაყენი ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის შეგიწყობთ ხელს, ვინაიდან წითელი მოცვის კენკრასაც და ფოთლებსაც გააჩნიათ თვისება - განდევნონ ზედემეტი მარილები ორგანიზმიდან.
- ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ გირჩევთ აგრეთვე გამოიყენოთ ნაძვის გირჩების ნაყენი. საღამოს გულმოდგინედ გარეცხეთ ერთი გირჩი, რომელიც არ უნდა იყოს ჭიქაზე გრძელი, მოათავსეთ ის ამ ჭიქაში, დაასხით მდუღარე წყალი და სახურავი დაახურეთ. დილით გირჩა ამოიღეთ, შესვით ნახევარი ჭიქა ნაყენი და კვლავ მდუღარეთი შეავსეთ ბოლომდე. მეორე დილას უკვე მთელი ჭიქა დალიეთ, ხოლო საღამოს პროცედურა გაიმეორეთ შემდეგი გირჩით. მკურნალობის კურსი 66 დღე გრძელდება: 14 დღე სვით 7 გირჩის გამოყენებით. შემდეგ შეისვენეთ 10 დღე და ისევ ორკვირიანი მკურნალობა ჩაიტარეთ; შემდეგ კვლავ ათდღიანი შესვენება, და ნაყენის მიღების ბოლო ორი კვირა. სულ დაგჭირდებათ 21 გირჩი. ნაყენის ფერია ღიადან - მუქ ყავისფრამდე. აქვს კუპრის სუნი და მისაღები გემო. შეეცადეთ სვათ უზმოზე და ამდაგვარი მკურნალობა წელიწადში 2-ჯერ ჩაიტარეთ.