ოსტეოქონდროზის მკურნალობა სამკურნალო ბალახებით
ოსტეოქონდროზს ნერვულ დაავადებათა სტრუქტურაში უჭირავს ერთ - ერთი პირველი ადგილი. ოსტეოქონდროზი - ეს არამარტო მარილების ჩალაგებაა ხერხემალში. ეს მხოლოდ ნაწილია, დაავადების ბოლო სტადიაა. დაავადების არსი ხომ ძვლების დაშლასა და ხერხემლის ხრტილოვანი და იოგოვანი აპარატის მოქნილობის დაკარგვაშია. ყველაზე მთავარი, საიდანაც ეს ყველაფერი იწყება, არის მალთაშუა ხრტილოვანი დისკების მოქნილობის დაკარგვა.
ერთი სიტყვით, ოსტეოქონდროზი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ, როგორც ხერხემლის დაავადება, არამედ, როგორც მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სისტემის დაავადება და ვეძებოთ ხერხემალში ამ ცვლილებების მიზეზი...
მკურნალობა ბალახებით:
ერთი სიტყვით, ოსტეოქონდროზი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ, როგორც ხერხემლის დაავადება, არამედ, როგორც მისი ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სისტემის დაავადება და ვეძებოთ ხერხემალში ამ ცვლილებების მიზეზი...
მკურნალობა ბალახებით:
- აიღეთ 1,5 ჭიქა ბოლოკის წვენი, ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი, ნახევარი ლიტრი არაყი, ერთი ს/კ მარილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, მიიღეთ 50 - 50 გრ ძილის წინ.
- ჩვეულებრივი იასამნის გამხმარი ყვავილები ჩაყარეთ ბოთლში თავამდე, არ ჩატენოთ, შეავსეთ არაყით და დააყენეთ სითბოში ათი დღე - ღამე, გაწურეთ. მიიღეთ დასალევად 30 -40 წვეთი 2- 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე. ერთდროულად გაიკეთეთ ამავე ნაყენით კომპრესები ან შეიზილეთ იგი მტკივნეულ ადგილებზე.
- აიღეთ ერთი ს/კ ფარსმანდუკის გამხმარი ბალახი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ, დააყენეთ ერთი საათის განმავლობაში. გამოიყენება დასალევად თითო ს/კ სამჯერ დღეში.
- აიღეთ თითო ს/კ ასფურცელას ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. სვით თითო ს/კ 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
- აიღეთ 1 ჩ/კ ენდროს გამხმარი, დაფხვნილი ძირები, დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 9 სთ, გაწურეთ. მიიღეთ ორ - ორი ს/კ სამჯერ დღეში.
- სვით ნიახურის ნედლი ძირების წვენი - ორ - ორი ჩ/კ სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
შეიძლება დავამზადოთ ნაყენიც: ერთ ს/კ ნიახურის ძირებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე დააყენეთ 4 საათი. მიიღეთ 50 - 50 მლ სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. - აიღეთ 1 ჭიქა შვრიის მარცვალი, დაასხით ერთი ლიტრი წყალი, აადუღეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ამ სითხის 1/4 ნაწილი არ აორთქლდება, გაწურეთ. მიიღეთ ეს ლორწოვანი ნახარში ( შეიძლება თაფლით ან ნაღებით) ნახევარ - ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე.