პომიდვრის უგემრიელესი პიურე ზამთრისთვის
fpaparazzi გთავაზობთ უმარტივესი ტომატპასტის რეცეპტს, რომელიც ზამთარში აუცილებლად გამოგადგებათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- პამიდორი
- მარილი
მომზადების წესი:
- გარეცხილი, საღი პამიდორი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი (დაახლ. 85 გრ.) წყალი და დავახუროთ თავზე. დავტოვოთ 10-15 წუთი.
- დარბილებული პამიდორი ცხელივე გავხეხოთ რომ თესლი და კანი გასძვრეს.
- გადავიტანოთ ემალის ჭურჭელში და დავიწყოთ პიურეს მომზადება. ხშირად ვურიოთ ხის კოვზით, რომ არ დაიწვას, თორემ უსიამოვნო გემოს მიიღებს. პიურე უნდა განახევრდეს და გასქელდეს.
- 1 ლ პიურეზე დავამატოთ 2 ს.კ მარილი, კარგად გავხსნათ და ცხელი, მდუღარე მასა ჩავასხათ სუფტა მინის ქილებში ან ბოთლებში. მჭიდროდ დავახუროთ თავზე და გაციების შემდეგ შევინახოთ გრილ ადგილას.
- შევარჩიოთ პომიდვრის ისეთი სახეობა, რომელსაც ცოტა წვენი აქვს და უფრო "ხორციანია".
გემრიელად მიირთვით!