გაიქრეთ ნაოჭები სახლში დამზადებული ბუნებრივი მალამოს დახმარებით.

გაიქრეთ ნაოჭები სახლში დამზადებული ბუნებრივი მალამოს დახმარებით.
კანი მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა ორგანოს მუშაობაში და არეგულირებს მას. ამიტომ აუცილებელია მისი წესიერად მოვლა. ცნობილია, რომ კანზე თვასაჩინო გავლენას ახდენს ატმოსფერული ცვალებადობა : ქარი, ყინვა, მტვერი და სხვა.
ჯანსაღი კანი უნდა იყოს მკვრივი, გლუვი და ბუნებრივი ფერის და ოდნავ ცხიმოვანი. აღსანიშნავია, რომ მშრალი კანი ადრე ნაოჭდება და ბევრად უფრო ადრე ბერდება.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია საღამოს პირის დაბანა იმ ჭუჭყის მოსაშორებლად, რომელიც დღის განმავლობაში სახის კანზე დაგროვდა. ყველა კანი ერთნაირად ვერ იტანს საპნით დაბანას. ყოველ შემთხვევაში ნორმალური კანისთვის უნდა ვიხმაროთ ცხიმოვანი საპნები.

FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ნაოჭების საწინაარმდეგო მალამოს:

ინგრედიენტები:

  • ახალი კიტრი 1 კგ
  • ღორის ქონი 400 გრ
  • ხბოს ქონი 200 გრ
  • ბრინჯის ან კარტოფილის ფქვილი 1 ს/კ

მომზადების და გამოყენების წესი:

ღორის მუცლის ქონს და ხბოს ქონს გავადნობთ ცალ-ცალკე ფაიფურის ქოთნებში წყლის ორთქლზე და გავაცივებთ, შემდეგ შევაერთებთ. ერთი კილოგრამი გახეხილი კიტრიდან გამოვწურავთ წვენს, ჩავასხამთ ღორისა და ხბოს გამდნარ ქონში და ვურევთ ფაიფურის ან რქის კოვზით დაახლოებით 20-25 წთ. დავტოვებთ ასე მეორე დღემდე; მეორე დღეს ისევ გავიმეორებთ, ე.ი. გადმოვასხამთ ქოთნიდან გამოყოფილ კიტრის წვენს და დავასხამთ ახლად გახეხილ კიტრის წვენს; ისევ დავტოვებთ მეორე დღემდე და ასე ვიმეორებთ, სანამ ქონი კარგად არ გაიჟღინთება კიტრის სუნით. ბოლოს გავურევთ 1 ს/კ ბრინჯის ან კარტოფილის ფქვილს და ვურევთ დიდხანს. დაწოლის წინ დაბანილ პირზე ეს მალამო უნდა წავისვათ სქლად, დღისით კი - ძალიან თხლად.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი