დაამზადეთ ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტური კრემი, სახლის პირობებში.
კანის მდგომარეობა დამოკიდებულია ენდოკრინული, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე, რომლებიც ნორმალურად ფუნქციონირებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი სწორად იკვებება, ე.ი. საკვებიდან ღებულობს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება. საჭირო ელემენტები კი დიდი რაოდენობითაა უმ ხილსა და ბოსტნეულში. იმისათვის, რომ ყველა ორგანო ნორმალურად მუშაობდეს, საჭიროა ჩვენი ყოველდღიური რაციონის 60 % შედგებოდეს ამ პროდუქტებისგან. აქტიური პროფილაქტიკა ნაოჭების წინააღმდეგ საჭიროა 30 წლის ასაკიდან.
თუ სახეზე ნაოჭები გაგიჩნდათ, ასეთ ხალხურ რეცეპტს გთავაზობთ:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
ხბოს და ღორის ქონს გავადნობთ ფაიფურის ქოთანში ცალ - ცალკე, გავაცივებთ, შემდეგ შევაერთებთ.
1 კგ გახეხილი კიტრიდან გამოვწურავთ წვენს და ჩავასხამთ ხბოს და ღორის გამდნარ ქონში და ვზილავთ ფაიფურის ან რქის კოვზით დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. ვტოვებთ მეორე დღემდე. მეორე დღეს გადმოვასხამთ ქონიდან გამოყოფილ კიტრის წვენს და ვასხამთ ახლად მიღებულ კიტრის წვენს, ვურევთ და ისევ ვტოვებთ მეორე დღემდე და ასე გავიმეორებთ მანამ, სანამ ქონი არ გაიჟღინთება კიტრის სუნით, ამის შემდეგ ვაყრით ბრინჯს ან კარტოფილის ფქვილს და კარგად მოვზელთ.
კრემი მზადაა და შეიძლება წაისვათ სახეზე. კარგად ხსნის ნაოჭებს.

- 1 კგ ახალი კიტრი
- 400 გრ უმარილო ღორის ქონი
- 200 გრ ხბოს ქონი
- 1 ს/კ ბრინჯის ან კარტოფილის ფქვილი