10 პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვათ იმისთვის, რომ ბრტყელი მუცელი გქონდეთ

10 პროდუქტი, რომელიც უნდა მიირთვათ იმისთვის, რომ ბრტყელი მუცელი გქონდეთ
არჯიშის გარდა გახდომის მსურველებმა კვებაც უნდა აკონტროლონ. დაუშვებელია, რომ არასწორად შედგენილმა რაციონმა გახდომაში შეგიშალოთ ხელი.

გთავაზოთ 10 პროდუქტს, რომელიც სასურველი შედეგის მიღწევაში სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებათ.

ნუში
მდიდარია ცილითა და უჯრედისით აგრეთვე ამინომჟავებითა და ე ვიტამინით. ხოლო მასში შემავალი მაგნიუმი ორგანიზმს ეხმარება ენერგიის აღდგენას, სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებასა და კუნთოვანი მასის მშენებლობისთვისაა აუცილებელი. როცა ადამიანს სისხლის დონე ნორმაში აქვს, იგი ზედმეტს არადროს შეჭამს. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დღეში 23 ცალი ნუში უნდა შეჭამოთ.

კვერცხი
ცილის საბადოა. აგრეთვე იგი მდიდარია იმ ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი მასის მშენებლობას და ტვინის აქტიურობას. კვერცხი კარგად დაგანაყრებთ და საუზმეზე მირთმეული ერთი ცალი კვერცხი სადილობამდე არ მოგაშიებთ.




სოია
უჯრედისითა და ცილით მდიდარი პროდუქტია. იგი შეგიძლიათ ან წვნიანში დაუმატოთ, ან გამომშრალი მზესუმზირასავით გაკვნიტოთ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დიეტაზე მყოფი პირები უფრო ადვილად იკლებენ, თუ სოიის რძეს მიირთმევენ და არა ძროხის ან ფხვნილის. დღეში 25 გრამი სოია უნდა მიიღოთ. ეს გამომშრალი სახით ერთი ჭიქა მარცვალია, ხოლო ყველი ტოფუს სახით - 300 გრამი.



ვაშლი
დიეტოლოგები დიეტაზე მყოფ მანდილსნებს 3 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ და დაადგინეს, რომ ის ქალები, რომლებიც დღეში 3 ცალ ვაშლს ჭამდნენ უფრო სწრაფად იკლებდნენ წონაში, ვიდრე დანარჩენები. დიდი ვაშლი 5 გრამ უჯრედისს შეიცავს და 85 პროცენტით წყლისგან შედგება, რის გამოც შიმშილსაც გიკლავთ და წყურვილსაც. მიირთვით დღეში 2-3 ცალი ვაშლი.




კენკრა
უჯრედისითაა მდიდარი. აგრეთვე, ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ქრონიკულ დაავადებებს ებრძვიან; აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას; სასარგებლოა კუნთოვანი მასისთვის. დღეში ნახევარი ჭიქა კენკრა (გაყინულიც კი) უნდა მიიღოთ.





მწვანილი
ერთი კონა მჟაუნა 40 კალორიას შეცავს, საშუალო ზომის ბროკოლი - 55-ს. ისინი აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში. აგრეთვე განუსაზღვრელი რაოდენობის სხვადასხვა მწვანილი, რომელიც კალციუმს შეიცავს და სასარგებლოა ძვლებისთვის; კაროტინოიდები კი კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს.



იოგურტი, მაწონი
ორგანიზმის კალციუმით გაამდიდრებს. აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას. დღეში 1-3 ჭიქა ნაკლებცხიმიანი მაწონი უნდა მიიღოთ. უკეთესი შედეგის მისაღებად იოგურტში (მაწონში) შეგიძლიათ კენკრა ჩაუმატოთ.
ბოსტნეულის წვნიანი - საუკეთესო კერძია დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დაუმატოთ გახეხილი ყველი ან ნაღები. ბოსტნეულის წვნიანი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. დღეში მინიმუმ ერთი თეფში უნდა მიირთვათ.
ორაგული


ზღვის პროდუქტები და განსაკუთრებით თევზი მდიდარია ომეგა-3-ით. ამასთანავე, მოგიწესრიგებთ მეტაბოლიზმს, დაგიქვეითებთ მადას. თუ თევზსა და ზღვის პროდუქტებზე ალერგია გაქვთ, ჩაანაცვლეთ ისინი ნიგვზით ან სელის თესლით.


თათაბო
ცილით მდიდარი მარცვლეულია (საქართველოში 8 სახეობის იზრდება). მას წიწიბურასნაირად ამზადებენ. გემო თხილისას მიუგავს. სასურველია, დღეში ნახევარი ჭიქა თათაბოს ფაფა მიირთვათ.
სტატიის წყარო:marao.ge