არაჩვეულებრივი ხალხური რეცეპტები ოსტეოპოროზის სამკურნალოდ!

არაჩვეულებრივი ხალხური რეცეპტები ოსტეოპოროზის სამკურნალოდ!
ოსტეოპოროზი - დაავადება დაკავშირებულია ძვლების სიმყარესა და სიმკვრივესთან, მათი მოტეხილობების მაღალ რისკთან. ასეტი მოტეხილობები ემართებათ უმნიშვნელო ტრამვების დროსაც კი, მაგალითად, თავისი თავის სიმაღლიდან დაცემისას ან 10 კილოგრამამდე ტვირთის აწევისას.
ოსტეოპოროზი ძვლის გმეჩხერებაა, რომლის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ორგანიზმში კალციუმის უკმარისობა. ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის, უწინარეს ყოვლისა , საჭიროა ფიზიკური ვარჯიშები, კალციუმის მიღება სუფთა ჰაერზე ყოფნა ყოვოველდღიურად არანაკლებ 20 წთ-სა. ვიტამინ D საკმარისი რაოდენობის გამოსამუშავებლად, როელიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში კალციუმის შეწოვას, კარგია რეგულარულად ცეკვა "ოფლის მოდენამდე" - ეს ფიზიკური დატვირთვაა და ძვლებიც ოპტიმალურად იტვირთება.

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ გთავაზობთ რჩევებს ხალხური მედიცინის საუნჯიდან:

  • შენსანიშნავი ხალხური რეცეპტი: ჭიქაში მოათავსეთ უმი ქათმის კვერცხი თავის ნაჭუჭიანად და დაასხით მას თანაბარი რაოდენობით - კონიაკი და ლიმონის ახალგამოწურული წვენი, გააჩერეთ 2 კვირა. ნაჭუჭი ამ დროისათვის გახდება რბილი; ამიტომ კვერცხი ფრთხილად ამოიღეთ, რათა სითხე არ გადმოიქცეს. კალციუმის აქტიური მარილები ნაჭუჭიდან გადადიან ლიმონის კონიაკთან ნარევში. ნაყენი სვით 2-ჯერ დღეში თითო ჩ/კ-ით.

  • შემდეგი საშუალებაა ოსტეოპოროზით დაავადებული მამაკაცებისათვის. მიიღეთ ნაყენი რომელიმე აქ ჩამოთვლილი ბალახებიდან: კოთხუჯი, ქუთქუთა, ტყის ჩიტისთვალა და განსაკუთრებით კარგია - ნიახური. დაასხით 1 ს/კ ბალახს 0,5 ლ ცივი ( მიაქციეთ ყურადღება ! ) ანადუღარი წყალი, დააყენეთ 6-8 სთ, გაწურეთ და სვით თანაბარი რაოდენობით 3-ჯერ მთელი დღის განმავლობაში ნახევარი სთ-ით ადრე ჭამამდე.

  • არის ნაყენი ქალებისთვისაც, მხოლოდ ნაკრები სხვა ბალახებისგან. ესენი შეიძლება იყოს წითელი სამყურა, ფოლორცის ბალახი, იონჯა და ულუმბო. განსაკუთრებით სასარგებლოა სალბი - ფიტოჰორმონების საწყობი. დათუთქეთ 2 ჭიქა მდუღარე წყლით გამხმარი დაქუცმაცებული ფოთლები, შეფუთნეთ და დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. სვით თითო ჭიქა ყოველ დილით უზმოზე თბილი ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ 3-4 თვე შეისვენეთ და კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.

  • ეფექტურია ნახარში ძირტკბილას ფესვისგან: 1 ს/კ ნედლეულს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, მოშუშეთ 30 წთ, დააყენეთ 1 სთ, გააგრილეთ და გააჩერეთ ცივ ადგილზე. მიიღეთ 100 მლ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.


რა უნდა აკეთოთ, რომ თავიდან აიცილოთ ოსტეოპოროზი:

  • მიირთვით უფრო მეტად ის პროდუქტები, რომლებიც კალციუმს შეიცავენ. მაგალითად, ყველი, ხაჭო, ბოსტნეული, ნიგოზი, მარცვლეული; სვით ახალგამოწურული წვენები. კალციუმი უკეთესად შეითვისება, თუ ყოველდღე შეჭამთ 5-10 ცალ გოგრის თესლს. ხშირად ჭამეთ თევზი, მაგრამ ნახშირწყლების გარეშე, სხვაგავარად კალციუმს ვერ აითვისებთ.

  • ძალზე ბევრ კალციუმს მოიცავს კვერცხის ნაჭუჭი. გარეცხეთ და გაასუფთავეთ აპკისაგან 10 ახალი კვერცხის ნაჭუჭი, გაახმეთ ის ბნელ ადგილზე 10 დღის განმავლობაში. დანაყეთ ისე, რომ ფხვნილად იქცეს. მიიღეთ 2 თვის მანძილზე ეს ფხვნილი დღეში 2-ჯერ იმ რაოდენობით, რაც მოტავსდება დანის წვერზე. კურსი უნდა გაიმეოროთ ყოველ ნახევარ წელში.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური