მარტივი პიცა ტაფაზე 10 წუთში

მარტივი პიცა ტაფაზე 10 წუთში
fpaparazzi ყველაზე მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი პიცის რეცეპტს გთავაზობთ. ის იმდენად სწრაფად მზადდება, რომ საუზმედაც შეძლებთ გამოაცხოთ.
საჭირო მასალა:
  • არაჟანი 4 ს.კ
  • მაიონეზი 4 ს.კ
  • ფქვილი 9 ს.კ
  • კვერცხი 2

მომზადება:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ცომიც მზადაა.
  2. ცომი არაჟანივით თხელი გამოდის, დაასხამთ ცხიმწასმულ ტაფაზე და ზემოდან დაალაგეთ, რაც გსურთ: პამიდორი, ძეხვი, ბეკონი, სოკო და ა.შ.
  3. გირჩევთ ყველი ბლომად მოაყაროთ. აცხეთ საშუალო ცეცხლზე, რომ არ დაიწვას. ტაფას თავზე დაახურეთ.

გემრიელად მიირთვით!