ფუმფულა „შარლოტკას“ საუკეთესო რეცეპტი

ფუმფულა „შარლოტკას“ საუკეთესო რეცეპტი
fpaparazzi წარმოგიდგენთ ცნობილი ვაშლის ღვეზელის „შარლოტკას“ ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს. ჩაინიშნეთ...
საჭირო მასალა:
  • ვაშლი 6-8 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი (ან მაიონეზი) 3 ს/კ
  • გამაფხვიერებელი 0,5 შეკვრა
  • მწიკვი ვანილი

მომზადება:
გარეცხეთ ვაშლი, დაჭერით, ამოაცალეთ გულები. გაახურეთ ღუმელი 180-200 გ-მდე.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი ერთგვაროვანი, თეთრი მასის მიღებამდე. დაუმატეთ არაჟანი ან მაიონეზი და კვლავ თქვიფეთ რამდენიმე წამი.
გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხისა და შაქრის მასას. დაუმატეთ ვანილი. მოზილეთ ცომი, დაახლოებით ოლადების კონსისტენციის.
ფორმას წაუსვით კარაქი. ლამაზად დაალაგეთ ვაშლები, დაასხით ცომის ნახევარი, შემდეგ დაალაგეთ კვლავ ვაშლები და ზემოდან ცომის დარჩენილი ნაწილი.
აცხვეთ 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!