პატარა გოგონას სიკვდილის მიზეზად ეს სათამაშო იქცა, რომელიც თქვენს სახლშიც მოიპოვება

პატარა გოგონას სიკვდილის მიზეზად ეს სათამაშო იქცა, რომელიც თქვენს სახლშიც მოიპოვება
მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, გახსოვდეთ, როდესაც საქმე თქვენს პატარებს ეხება, დიდი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.

თითოეულ მშობელს არაერთხელ გვიცდია პატარების გართობა სხვადასხვა სათამაშოებით. ამ დროს ჩვენ დამშვიდებულად ვგრძნობთ თავს და ვფიქრობთ, რომ ჩვენს პატარას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ძალიან ვცდებით...

სახიფათო სათამაშოები

არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ თანამედროვე ბაზარზე არსებული უხარისხო სათამაშოების უმრავლესობა მზადდება ტოქსიკური მასალისგან, რომელთაც უდიდესი ზიანი მოაქვს ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის. მსგავსი სათამაშოები შეიძლება იქცეს არა მხოლოდ სერიოზული დაავადებების, არამედ სიკვდილის გამომწვევ მიზეზადაც კი. დღეს ჩვენს რედაქციას სურს ყურადღება გაამახხვილოს მუსიკალურ და მოძრავ სათამაშოებზე, რომელთა ენერგიის წყაროს ეს პატარა ელემენტები წარმოადგენს.

ყოველთვის გახსოვდეთ იმის შესახებ, რომ პატარები ცნობისმოყვარე არსებები არიან, რომელთაც აინტერესებთ, თუ როგორ მუშაობს მათი საყვარელი სათამაშო. მსგავსი პატარა ელემენტების ამოღება სხვადასხვა სათამშოებიდან სირთულეს არ წარმოადგენს. ახლა კი გაიხსენეთ, რომ ჩვენს პატარებს სხვადასხვა მინიატურული ნივთების პირში ჩადება და მათი გადაყლაპვა ძალიან უყვართ.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულია სოსისი, რომელშიც ერთ-ერთი ასეთი პატარა ელემენტი მოათავსეს. აი რა დაემართა ხორცს 2 საათის შემდეგ...


ახლა კი წარმოიდგინეთ, რა დაემართება პატარა ბავშვის ორგანიზმს, თუ მსგავსი ელემენტი მის ორგანიზმში მოხვდება. ფოტოზე გამოსახული ეს საყვარელი გოგონა არც თუ ისე დიდი ხნის წინ სწორედ ამ მიზეზით გარდაიცვალა...

პატარა გოგონას სიკვდილის მიზეზად ეს სათამაშო იქცა, რომელიც თქვენს სახლშიც მოიპოვება

სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ თითოეულ მშობელს გამოიჩინოთ დიდი ყურადღება თქვენი პატარების მიმართ. არ დაგავიწყდეთ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!