არასდროს დაუშვათ ეს გავრცელებული შეცდომა ბავშვებში ხველის მკურნალობის დროს!!!

არასდროს დაუშვათ ეს გავრცელებული შეცდომა ბავშვებში ხველის მკურნალობის დროს!!!
ძალიან ხშირად მშობლები ვუშვებთ შეცდომას, როდესაც ვფიქრობთ, რომ ხველა ბავშვებში - ეს პრობლემაა, რომელსაც შეგვიძლია დამოუკიდებლად გავუმკლავდეთ ზედმეტი ძალისხმევის კარეშე. როგორც წესი, ასეთ დროს ჩვენ ვიძენთ აფთიაქებში სპეციალურ ხველების საწინააღმდეგო სიროფებს და წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რამდენად საზიანოა ეს პროდუქტი ჩვენი პატარებისთვის.

''1 საათი ვიჯექი ოთახში, სადაც ტელევიზორი იყო ჩართული. ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 8-ჯერ ვიხილე რეკლამა სპეციალური ხველების საწინააღმდეგო სიროფის შესახებ. რეკლამაში გადმოგვცემდნენ, რომ ბავშვებში ხველის დროს რეკომენდირებულია დაუყონებლივ ამ საშუალების გადაყლაპვა. სიმართლე გითხრათ, ნერვებმა მიმტყუნა და ტელევიზორის გათიშვა მოვითხოვე. ხალხო, ყურადღებით!'' - ამბობს ექიმი კამაროვსკი.
  1. რეკლამებით გადმოცემული ხველების საწინააღმდეგო სიროფების უმრავლესობა - ეს მხოლოდ ამსოახველებელი საშუალებებია. ამ პრეპარატების მთავარ ფუნქციას ლორწოს მოცულობის გაზრდა და მისი გათხევადება წარმოადგენს, რათა ავადმყოფს გაუადვილდეს მისი ამოღება.



    როდესაც ჩვენი პატარა სურდოსგან, ხველისგან და მაღალი ტემპერატურისგან იტანჯება, დიდი ალბათობით საქმე ზედა სასუნთქი გზების დაავადებასთან გვაქვს. რატომ უნდა გავზარდოთ ლორწოს მოცულობა ფილტვებში, როდესაც ჩვენს პატარას უბრალოდ სურდო აქვს ან ყელი ტკივა?

  2. ამოსახველებელი მსგავსი საშუალებები მართლაც რომ საჭიროა სასუნთქი გზების ზოგიერთი დაავადების დროს: ბრონქიტი, ფილტვების ანთება და ა.შ. გახსოვდეთ, რომ ეს პრეპარატები აუცილებლად მცენარეული წარმოშობის უნდა იყოს! მშობლებო, გაითვალისწინეთ, რომ ამ და მსგავსს დაავადებებს არა ტელევიზორმა და რეკლემებმა, არამედ ექიმმა უნდა უმკურნალოს!



  3. ხველა ბავშვებში გაცილებით სუსტია, ვიდრე უფროსებში. ამოსახველებელი საშუალებების მიღების შემდეგ, როგორც წესი, პატარების ორგანიზმს არ აქვს მოცულობაში გაზრდილი ლორწოს ამოხველების ძალა. ეს არა რეკლამა, არამედ ნამდვილი კრიმინალია!



  4. რითი ვუმკურნალოთ მშრალ ხველას? არაჩვეულებრივი საშუალებაა ახლადგამოწურული სტაფილოს წვენისა და რძის ნარევი (თანაფარდობა 1:1). მიეცით ეს საშუალება თქვენს პატარას 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 4-ჯერ ან 5-ჯერ.

  5. გახსოვდეთ, რომ ყველაზე ეფექტური საშუალებებიც კი უძლურია ლორწოს წინააღმდეგ, თუ 2 მარტივ წესს არ დაიცავთ: ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 16-20 °С-ს და პატარამ უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით თბილი სითხე.



  6. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ დამოუკიდებლად მკურნალობა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებით შეიძლება ძალზედ სახიფათო იყოს. ხველა, როგორც ცნობილია, უბრალოდ უსიამოვნო სიმპტომი არ არის. ასე ჩვენი ორგანიზმი ცდილობს ფილტვების გაწმენდას. დამოიკიდებლად მკურნალობამ შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ გართულებებამდე და დაუდოს დასაბამი სხვადასხვა სერიოზულ დაავადებას.



  7. მსგავსი პრეპარატების გამოყენება სველი ხველის სამკურნალოდ უკუჩვენებითია. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ხველის გაღვივებამ შეიძლება გაართულოს და გაამწვავოს დაავადება.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და მათ შვილებზე, აუცილებლად გაუზიარეთ თქვეთვის ძვირფას ადამიანებს ეს ინფორმაცია!