ყველაზე მზაკვარი გოგონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე მზაკვარი გოგონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყოველი გოგონა მალავს რაღაც ამოუცნობს, იდუმალს. სიმზაკვრე და სიეშმაკე კი მათ შარმს სძენს. თუმცა, ზოგიერთი გოგონას სიმზაკვრე ყოველგვარ საზღვარს სცდება. გთავაზობთ გაეცნოთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია სწორედ ასეთი.

ვერძი
გოგონა-ვერძებმა დააგვიანეს, როდესაც სიმზაკვრეს არიგებდნენ, თანაც მათ მოთმინება არ ჰყოფნით ინტრიგების სახლართავად. თუმცა, თუ მას სწორხაზოვნად გადაწყვიტა მოქმედება, მაწყენარს შავი დღე დაადგება.

კურო
გოგონა-კუროების სიმზაკვრე მოულოდნელად გატყდება თავს. ისინი ყველა ძალებით ცდილობენ, იყვნენ კარგი გოგონები, და ეს გამოსდით კიდეც. ამიტომაც, გარშემომყოფები მშვიდად აცოცდებიან კისერზე და კუროებიც ჩუმად ეზიდებიან. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტავენ, რომ საკმარისია, და აი მაშინ უნდა გაიქცეთ. ვინც ვერძისგან დაზარალდება, კიდევ დიდ ხანს ვერ მოვა გონს: ეს როგორ? ყველაფერი ხომ კარგად იყო?

ტყუპები
პარადოქსალურია, მაგრამ ტყუპების მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არც კი გეგმავენ ამას. რა თქმა უნდა, წვრილმანი ხრიკები გეგმის მიხედვით ხდება, მაგრამ თავად გოგონა-ტყუპების აზრით, ეს სულაც არ არის მზაკვრობა. და თუ ამაში გამოიჭერ, უმანკო თვალებით შემოგხედავენ და გეტყვიან: ”ძალით ხომ არ მინდოდა?”

კირჩხიბი
გოგონა-კირჩხიბებს სხვადასხვა მანიპულაციები უბადლოდ გამოსდით. როგორც წესი, ვერავინ ვერ შენიშნავს მათ მზაკვრობას, რადგან ტავისიანები ძალიან უყვარს და სხვები სულ არ ადარდებს და რატომ უნდა მოიმოქმედო მათ წინააღმდეგ რაიმე? ყველაფერს საუკეთესოს ახლობლებისთვის იმეტებს და თუ მისი მეორე ნახევარი გახდით, თავს ვერ დააღწევთ მისგან, ის თქვენი მეორე დედა გახდება.

ლომი
წმინდა და ღია მზაკვრობა მთელ მის სილამაზეში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გოგონა-ლომებს არ აქვს სხვების დამცირების სურვილი, სხვისი ტანჯვა მათ სიამოვნებას არ ანიჭებს. შურისძიება მათთვის სიმდაბლეა. ლომებს მხოლოდ ერთი რამე სურთ - მსათი სამეფო ტახტი კიდევ უფრო მაღლა აიწიოს. ამიტომ, ის ასე იქცევა: შემოჰყავს თავის გარემოცვაში პერსპექტიული მსხვერპლი, და როცა ის რამეს მიაღწევს, ლომი საკუთარ თავზე მიიწერს დამსახურებებს.

ქალწული
ჩვეულებრივი მანიპულატორი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებს. მის ტვინში უამრავი სცენარი იხარშება, რომლის მიხედვითაც უნდა იცხოვრონ გარშემომყოფებმა. ვინც მისიას ვერ ასრულებს, უმალვე ქრება მისი ცხოვრებიდან.

სასწორი
სიმზაკვრე? არა, არ გვსმენია. გოგონა-სასწორები ამ საქმისთვის მეტისმეტად კეთილშობილნი არიან. ისინი თავიანთ თავს წარმოიდგენენ მსხვერპლის ადგილზე და განიცდიან წყენისა და ტკივილის მთელ სპექტრს, და მიდიან იმ აზრამდე, რომ ეს მეტისმეტად უმოწყალო საქციელია.

მორიელი
აი, სად ვლინდება სიმზაკვრე მთელი ძალებით! ეშმაკი მანიპულაციები, გათვლილი გეგმები, მოხერხებული სვლები - ეს სიმზაკვრე კი არა, მორიელის განტვირთვის ხერხია. ვინც მის ანკესზე წამოეგება, ცხოვრების ბოლომდე მოუწევს მასზე კონწიალი.

მშვილდოსანი
გოგონა-მშვილდოსნების მზაკვრობას, როგორც წესი, თეორიული ხასიათი აქვს. თუ გადაწყვიტავს, ვინმეს ხაფანგი დაუგოს, მოუყვება ამაზე მეგობრებს, შეიმუშავებს გეგმას. და ამით მშვიდდება, რადგან გაიაზრებს, რომ ეს სიმდაბლეა და საერთოდაც ეზარება.

თხის რქა
თხის რქა მოულოდნელად გიგებს ხაფანგს. მისგან ასეთ ნაბიჯს არავინ ელის, საამისოდ დრო არ აქვს. ”თავისთავად მოხდა ყველაფერი”- იტყვის შემდეგ გოგონა. აი სიყვარულში კი მას ვერავინ შეედრება. თუ გადაწყვიტავს, რომ სწორედ ეს მამაკაცი სჭირდება, უმალვე დაწერს ბიზნეს-გეგმას, რომლის დახმარებითაც მისი მოპოვების იმედი აქვს.

მერწყული
გოგონა-მერწული თავად სიკეთეა: გეჩვენება, თითქოს მას არაფერი სწყინს და არავის ცუდს არ უსურვებს. სინამდვილეში, მას ყველაფერი ახსოვს და სწორად არჩევს სიტუაციას - ისეთ დროს დაგიგებს ხაფანგს, საერთოდ რომ არ ელოდები.

თევზები
თევზები - ზოდიაქოს ყველაზე მზაკვრული ზოდიაქოს ნიშანია. ყველა ბოროტი გენიოსი და ჯადოქარი არაფერია მათთან შედარებით. იმიტომ რომ, გოგონა-თევზები ტანაბრად თავაზიანები არიან მათთან, ვინც უყვართ და მათთანაც, ვისი ხაფანგში გაბმა სურთ. ვერასოდეს გაიელვებთ ტავში, რომ რაიმეს გეგმავს თქვენს წინააღმდეგ. ინტრიგებს შესანიშნავად ხლართავს და მსხვერპლი მზად არის, კლდიდან გადახტეს.