ყველაზე მზაკვარი ზოდიაქოს ნიშანი

ყველაზე მზაკვარი ზოდიაქოს ნიშანი
უკვე მრავალი წელია, ასტროლოგები ადგენენ, ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე მზაკვარი.

სხვადასხვა დროს შედგენილ სიებში ყველაზე ხშირად ტყუპები, მორიელი, თხის რქა და მერწყული ფიგურირებდნენ.

ტყუპები და მორიელი


ზოგიერთი ასტროლოგი გვირგვინით ტყუპებს აჯილდოვებდა. მათი ორმაგი ბუნება, თანდაყოლილი ეშმაკობა, უკომპრომისობა, ტყუპებს უდავო ლიდერებად აქცევდა.

იმავეს თქმა შეიძლება მორიელზეც. მხოლოდ ამ სიტყვის გაგონებაზე ადამიანებს სხვადასხვა ასოციაციები უჩნდებათ - სიმზაკვრე, უპრინციპობა, დაუნდობლობა... როგორც უამრავი ასტროლოგი ამბობს, არ შეიძლება, მორიელისადმი გულგრილი დამოკიდებულება. გარშემომყოფები ან აღმერთებენ მას, ან სძულთ.

თხის რქა

ყველაზე მზაკვარ ნიშნებს შორის თხის რქაც აღმოჩნდა. ამ ადამიანების ფსიქოლოგია ისეთია, რომ ვერავითარი წინაღობა და სირთულე ვერ აიძულებთ, უღალატონ მეგობრებს. მაგრამ თუ გაღიზიანების რაღაც ზღვარს გასდნენ, სრული ძალებით გამოავლენს სიმზაკვრეს და მაწყენარზე დაუნდობლად იძიებს შურს.

მერწყული


ტყუპებისა და მორიელის სიმზაკვრის სტერეოტიპული ხედვების მიუხედავად, ახლახან ბრიტანელმა ასტროლოგებმა ყველაზე მზაკვარ ნიშნად მერწყული დაასახელეს. ამის მიზეზად კი მეწრყულის მოუთმენრობა და თვითგვემა სახელდება, რის შედეგადაც ყველა ნეგატიური ემოცია ახლობლებზე გადმოინთხევა, შეუმჩნევლად, ზურგიდან თავდასხმით. სხვათა შორის, მსგავს მზაკვრობაში მერწყულის დადანაშაულება თავში არავის მოსდის.