3 ყველაზე აუტანელი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3 ყველაზე აუტანელი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველა გოგონას ახასიათებს რაღაც დოზით სიკაპასე და სიანჩხლე. ხშირად ამას თავადვე ვერ ამჩნევენ, ისე გამოსდით. ამჯერად ასტროლოგებმა გადაწყვიტეს გარეკვიათ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები გამოირჩევიან ამ საკითხში ყველაზე მეტად. აბა, გადახედეთ, თქვენ თუ ხართ ამ სიაში.


მე-3 ადგილი - კირჩხიბი

გოგონა-კირჩხიბი - ყველაზე ნაზი და მტირალა ზოდიაქოს ნიშანია. თუ ვინმეს ერთგულია, მისთვის შეუძლებელს შეძლებს. საყვარელი ადამიანისგანაც, შესაბამისად იმავეს მოითხოვს. მაგრამ ყველას როდი მოეწონება ასეთი ავადმყოფური თავდადება.

თუ კირჩხიბს ეჩვენება, რომ მის მიმართ ცოტათი გაცივდნენ, საკუთარ თავში იკეტება და დეპრესიაში ვარდება. მას იოლად სწყინს ყველაფერი, ამ მდგომარეობაში კი მასში შურისძიების სურვილი იღვიძებს. და აი მაშინ უნდა უფრთხილდეთ! გოგონა-კირჩხიბებს მხოლოდ მოფერებით თუ დაიყოლიებთ, ჩხუბით და კამათით არაფერი გამოვა.

მე-2 ადგილი - ლომი

ქალი-ლომი პატივმოყვარეა, ზედმეტად თავს არ შეიწუხებს მათთვის, ვინც მის სტანდარტებს არ შეესაბამება. სტანდარტები კი ევერესტის დონეზეა. ლომს სამყაროს ღერძად წარმოუდგენია თავი, ამიტომ მის გვერდით ღირსეული მამაკაცი უნდა იყოს. როდესაც მის თავმოყვარეობას ეხებიან, ის მზაკვრულ გეგმებს არ აწყობს, უბრალოდ, ყველაფერს სახეში მიახლის.

და ამ ყველაფრის მერე ცუნამი და ტორნადო საბავშვო ბაღად მოგეჩვენებათ. ლომის მოსაპოვებლად, უძვირფასესი საჩუქარი უნდა მიართვათ (სასურველია ბრილიანტი) და დაარწმუნოთ, რომ ის საუკეთესოა და საერთოდაც, ქალღმერთია. მაგრამ მამაკაცურობას ნუ დაკარგავთ, სხვაგვარად ის უბრალოდ ვერ შეგამჩნევთ.

1-ლი ადგილი - მორიელი


თუ ქალი-მორიელის გულის მოგება გადაწყვიტეთ, ჩათვალეთ, ომში გაგიწვიეს. მასთან ან ძალიან კარგად გრძნობ თავს, ან ძალიან ცუდად, ან ყველაფერი ერთად. ოქროს შუალედი არ არსებობს. ეს გახლავთ მუდმივი სტრესული სიტუაცია. ასე რომ, თუ რკინის ნერვები არ გაქვთ, ეს ქგზემპლიარი სათქვენო არ არის.

მზაკვარ მორიელს, თუნდაც სურდეს გამოჩნდეს სათნო და საყვარელი, დიდ ხანს არ შეუძლია ნიღბის ტარება - მისი ხასიათი უმალვე იჩენს თავს. აქ კი დანდობას ნუ ელით! თუ რაიმეს არასწორად გააკეთებთ, უფრთხილდით! ის ვერ იტანს შებოჭილობას და ხელმოჭერილობას, ძალიან ეჭვიანია. თუ თქვენს ტელეფონში სხვა გოგონასგან მიღებულ მესიჯს აღმოაჩენს - ტელეფონის შეჭმა მოგინდებათ. და თუ იეჭვებს, რომ ღალატობთ, რა მოხდება, ამის თაობაზე დაწერაც კი არ ღირს.