ყველაზე ლამაზები - ვინ არიან ისინი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე ლამაზები - ვინ არიან ისინი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
აღმოჩნდა, რომ ჩვენს გარეგნობას გარკვეულ წილად ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე ლამაზი გოგონები.

ვერძი

გოგონა-ვერძები გულგრილს არავის ტოვებენ, მათ აუცილებლად შენიშნავთ და დაგამახსოვრდებათ. სიყვარულის სურვილი, არაორდინალური აზროვნება, გამარჯვებისკენ ღწვა - ეს ყველაფერი ჰარმონიულად ერწყმის ერთ ადამიანში.

კურო
გოგონა-კუროებში პირველივე შეხვედრაზე შენიშნავთ სირბილეს და მომხიბვლელობას. ეს ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს, მაგრამ კარგად გაცნობის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ არ სირბილის მიღმა მტკიცე ხასიათი იმალება. მიუხედავად ამისა, მაინც მიიჩნევენ, რომ მათი შეყვარებულები ყველაზე ნაზები და ლამაზები არიან. ვერძები არასოდეს წამოიწყებენ კამათს, უვლიან თავს და აქვთ უზადო გემოვნება.

ტყუპები
გოგონა-ტყუპები ელვის სისწრაფით იცვლებიან, დღეს თქვენს წინაშე ქალი-ვამპია წითელი პომადით და გამომწვევი ჩაცმულობით, ხვალ კი - თავად უმანკოება. მათი სილამაზე არაერთგვაროვანია, ზოგი მათ სილამაზის ქალღმერთებად მიიჩნევს, ზოგი კი საერთოდ ვერ ამჩნევს.

კირჩხიბი
გოგონა-კირჩხიბების სილამაზე თავიდან თვალშისაცემი არაა, ეს უნდა შეიგრძნო და კარგად დაინახო. მაგრამ ის ვინც ამას შეძლებს, არასოდეს მიატოვებს მას. ამ ქალს გააჩნია მოსიყვარულე და მზრუნველი დედის თვისებები, უყვარს ოჯახი და ძალიან ერთგულია, ამიტომაც მასთან დაბრუნება ყოველთვის სასურველია.

ლომი
ქალი-ლომები აღიარებული ლამაზმანები არიან, ისინი უმალვე იქცევენ ყურადღებას. განსაკუთრებით შესამჩნევია მათი სილამაზე, როცა იღიმიან და მზესავით ანათებენ. მათ ეხერხებათ მამაკაცების მონუსხვა. თუმცა, ხანდახან ყურადღებისგან იღლებიან და სჭირდებათ განმარტოვება ცოტა ხნით.

ქალწული
ქალწული-ქალები თავად ქმნიან საკუთარ თავს. შესაძლოა, თანდაყოლილი სილამაზე არ ჰქონდეთ, მაგრამ გარშემომყოფები ამას ვერ ამჩნევენ. მათ კარგად ეხერხებათ თავის მოვლა, დიდ დროს უთმობენ კოსმეტიკურ პროცედურებს, შესანიშნავი გემოვნება აქვთ, ამიტომაც მათი ცქერა ყოველთვის სასიამოვნოა.

სასწორი

სასწორი-გოგონები ძალზედ მიმზიდველები არიან. მათ ძველბერძნული ქალღმერთების სხეული აქვთ, ლამაზი ხელები, ნატიფი ნაკვთები. თუმცა, ხშირად თავადვე აფუჭებენ ყველაფერს, როდესაც უგემოვნო ტანსაცმელს ან ისეთ თმის ფერს ირჩევენ, რომელიც არ უხდებათ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ საკუთარი სილამაზე აშინებთ და შენიღბვას ცდილობენ.

მორიელი
ქალ-მორიელს ულამაზესს ვერ უწოდებ, მაგრამ თავად ასეთებად მიჩნევენ თავს. და სწორადაც იქცევიან, რადგან თუ ამაში თავს დაარწმუნებ - სხვებიც დაიჯერებენ. ამასთან მათ ძლიერი სექსუალური მაგნეტიზმი გააჩნიათ.

მშვილდოსანი
ქალი-მშვილდოსნები იზიდავენ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსაც. მათ პატიობენ ისეთ რამეებს, რასაც სხვებს არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდნენ. შესაძლოა, ყველაფერი მათი ქარიზმატულობის ბრალია. ხშირად, მშვილდოსნები ძალიან ლამაზები არიან, მითუმეტეს, თუ ამისათვის ძალისხმევას არ იშურებენ. თუ მათ მსოფლიოს დაპყრობა გადაწყვიტეს, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

თხის რქა
გოგონა-თხის რქებს არასტანდარტული გარეგნობა აქვთ. მათზეა ნათქვამი, მოყვარულებისთვის არისო. თუმცა, ეს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სრულებით არ ადარდებს, ისინი ძალზედ მიზანდასახულები არიან და ასეთ წვრილმანებზე ფიქრით თავს არ იღლიან. თანაც, ეხერხებათ განუმეორებელი სტილის შექმნა, შეუძლიათ გულის დაპყრობა არა ლამაზი სახით, არამედ, პიროვნული თვისებებით.

მერწყული
ქალი-მერწყულები უდავოდ ლამაზები არიან. ამასთან, არამხოლოდ გარეგნული მხარით, არამედ შინაგანი ბუნებრივი თვისებებით გამოირჩევიან. მათ ლამაზი კანი აქვთ, რომელსაც კარგად უვლიან, მათი შეხება სასიამოვნოა. მაგრამ ძალზედ წუნიები არიან და მხოლოდ რჩეულებს უშვებენ თავისთან ახლოს.

თევზები

ქალი-თევზები ზოდიაქოს ნიშნებიდან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზები არიან. ისინი არამხოლოდ სილამაზით, არამედ იდუმალებითაც იზიდავენ მამაკაცებს. ბევრს სურს მათი გამოცნობა, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს ძალუძთ ეს. გარეგნულად ცივები, სინამდვილეში ძალიან ვნებიანები არიან. ასევე, შესანიშნავი გემოვნება აქვთ და მათი სტილი მუდამ უზადოა.