სუპერგემრიელი პომიდვრები კორეულად

სუპერგემრიელი პომიდვრები კორეულად
თუ გიყვართ კორეული სახმზარეულო და ცხარე კერძები, მაშინ Facepaparazzi -მ ეს რეცეპტი თქვენთვის შეარჩია.
საჭირო მასალა:
  • ბულგარული წიწაკა- 2 ცალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ცალი მწარე წიწაკა
  • მწვანილი
  • 100 მლ ძმარი
  • 100 გ მცენარეული ზეთი
  • 100გ შაქარი
  • 2 ს.კ მარილი

მომზადება:
  1. ბულგარული, ნიორი და წითელი წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ მწვანილი, მარილი, ძმარი, ზეთი და შაქარი.
  2. 3 ლიტრიან ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ პომიდვრები და დაუმატეთ მწვანილისა და წიწაკის ნაზავი.
  3. შემდეგ ისევ პომიდვრები და კვლავ ნაზავი. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ ქილა ბოლომდე არ გაივსება.
  4. ქილას დაახურეთ თავსახური და დადგით ცივ ადგილას.
  5. პომიდორი კორეულად ზუსტად 8 საათში უკვე მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ. განსაკუთრებით გემრიელია 24 საათის შემდეგ.

გემრიელად მიირთვით.