ამ საშუალების წყალობით თავი დავაღწიე ისეთ შემაწუხებელ დაავადებას, როგორიც შარდის შეუკავებლობაა.
გიგზავნით რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც შევძელი თავი დამეღწია შემაწუხებელი დაავადებისგან - შარდის შეუკავებლობისაგან! ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ასაკოვან ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით - ქალებს.
მკურნალობის წესი:
თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კრაზანა და ასისთავა, აიღეთ ამ ნარევის 2 ს/კ , დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით, როგორც ჩაი. მკურნალობის კურსი 20 დღეა, შეისვენეთ 1 თვე და ისევ გაიმეორეთ.
ექიმის კომენტარი:
კრაზანა მრავამხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა. აღსანიშნავია მისი ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური ( სპაზმების მომხსნელი ), ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი ზემოქმედება ორგანიზმზე. ნერვულ სისტემაზე კი მოქმედებს როგორც ნერვული აღგზნების მარეგულირებელი საშუალება; ამდენად, ეს მცენარე საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემების დროს ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატს წარმოადგენს. აცხრობს ანთებით პროცესს, ებრძვის ინფექციას, არეგულირებს საშარდე გზების მანერვირებულ ნერვულ იმპულსებს, წმენდს თირკმელებს და შარდსაწვეთებს მარილოვანი ნალექებისგან.
რაც შეეხება ასისთავას, იგი ფიტოთერაპიაში ძირითადად, კუჭ - ნაწლავის დაავადებების დროს გამოიყენება, როგორც საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების გამააქტიურებელი და ნაწლავთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი საშუალება, რაც შარდის შეუკავებლობის დროს უდავოდ მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მუცლის შებერვა, ყაბზობა შარდის შეუკავებლობის ერთ - ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
ამდენად, აღნიშნული რეცეპტის ორივე კომპონენტი საშარდე სისტემაზე დადებით ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეა და მათი მიღება ნამდვილად გამოიღებს შედეგს შარდის შეუკავებლობის დროს, თუ იგი ფუნქციური ხასიათისაა, მაგრამ თუ ეს პათოლოგია ორგანული ბუნებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიმტომი ( ნიშანი ) მეორადადაა გამოწვეული რაიმე სხვა დაავადებით, მაგალითად, საშვილოსნოს დაწევით ან შარდის ბუშტის პათოლოგიით, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ შესაბამის ექიმ - სპეციალისტს.