ბრიტანელი ფარმაკოლოგების დასკვნა: რა უნდა ვიცოდეთ C ვიტამინის მიღებისას!

ბრიტანელი ფარმაკოლოგების დასკვნა: რა უნდა ვიცოდეთ C ვიტამინის მიღებისას!
ავიტამინოზი - როგრც წესი, ამით იტანჯებიან ზამთრის დასასრულს, გაზაფხულზე. თან სდევს თავბრუსხვევა, გულისრევა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილები. სხვათა შორის, მისგან განკურნება იოლია. შემოიღეთ წესად მთელი ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში ასკილის გამონახარშის სმა, ბევრი ბოსტნეულის ჭამა - სასურველია უმი სახით. ძალიან სასარგებლოა დღეში რამდენჯერმე ცოტაოდენი შავი ბოლოკის წვენის სმა. და, რაღა თქმა უნდა , არ დაივიწყოთ სხვადასხვა თქვენთვის სასარგებლო ბალახების გამონახარშების შესახებ. ამ გამონახარშებში ვიტამინებიცაა, ორგანიზმისათვის საჭირო მიკროელემენტებიცა და წამლებიც.



ბევრ ადამიანს არ შველის ამ C ვიტამინის დიდი დოზაც კი. მიზეზი?
მიზეზის ასახსნელად დაინტერესდნენ ბრიტანელი ფარმაკოლოგები და გაირკვა: C ვიტამინის ასამოქმედებლად საჭიროა, რომ ის რეაქციაში შევიდეს სპილენძის იონებთან. თუ ორგანიზმში ამ იონების ნაკლებობაა, ვიტამინის დოზის მომატება სრულ უაზრობად იქცევა. ამიტომ, გრიპის ეპიდემიის დროს აუცილებელია კვების რაციონში სპილენძის იონებით მდიდარი პროდუქტების ჩართვა; ესაა ხილი და ბოსტნეული, ძირითადად :
ჭერამი, ჭარხალი, ნესვი, ლობიო, სოკოები. ნუ შეშინდებით, თუ შუა ზამთარში ახალი ხილი ვერ იშოვეთ. ამ მიზნით ჩირიც ივარგებს, უკიდურეს შემთხვევაში კი, კონსერვებიც.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური