მაგიური ჟესტები, რომლებიც წარმატების მიზიდვაში დაგეხმარებათ და მტრისგან დაგიცავთ

მაგიური ჟესტები, რომლებიც წარმატების მიზიდვაში დაგეხმარებათ და მტრისგან დაგიცავთ
ჟესტები - კომუნიკაციის უძველესი საშუალებაა, თუმცა ისინი მხოლოდ საურთიერთობოდ როდი შეიქმნა, არამედ, დასაცავადაც. ხელები პირველი მაგიური ინსტრუმენტი იყო. გაიგეთ, თუ როგორ გამოიყენოთ ეს ძალა თქვენი ინტერესების გათვალისწინებით.

მაღლა აშვერილი ცერა თითი - სიყვარულის მისაზიდად

ეს ყველაზე გავრცელებული ჟესტია, რომელიც შექებას, დათანხმებას ნიშნავს. ასტროლოგიაში ცერა თითს ვენერა - სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა მფარველობს, ამიტომაც, ის პასუხისმგებელია ჩვენს პირად ცხოვრებაზე.
ასტროლოგიაში, მაღლა აშვერილი ცერა თითი სიყვარულის ჟესტია. თუ ეს შესანიშნავი გრძნობა გაკლიათ, დროა, გამოიყენოთ ეს ჟესტი. რა თქმა უნდა, ასე სიარულს არავინ გაიძულებთ, თუმცა, ეცადეთ, ხშირად უჩვენოთ საკუთარ თავს იგი.

გადაჯაჭვული ნეკა თითები - ფულის მოსაზიდად

როგორ რიგდებიან ბავშვები? სწორედ ამ რიტუალის დახმარებით. ამ ჟესტს ძველად ვაჭრები უყენებდნენ წარმატებული გარიგებისას. ნეკა თითის მფარველი პლანეტა მერკურია, რომელიც ფინანსურ წარმატებაზეა პასუხისმგებელი.
თუ ფულთან დაკავშირებული სერიოზული საქმე გელით წინ, გადააჯაჭვეთ ნეკა თითები. მერკური გვერდს არ ჩაუვლის ამ ჟესტს და აუცილებლად დაგეხმარებათ.

გამარჯვების ჟესტი - წარმატების მისაზიდად

საჩვენებელი და შუა თითის ჟესტს V გამარჯვების ჟესტს უწოდებენ. თუ რაიმე საქმეში წარმატების მოზიდვა გსურთ, არ არსებობს უკეთესი რიტუალი. ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში უბრალოდ აიშვირეთ ეს ორი თითი. გამოიყენეთ მხოლოდ დომინანტი ხელი.

ბრანწი - სამი თითის კომბინაცია დასაცავად

ეს კომბინაცია თავდაპირველად დაცვას ნიშნავდა. ფიგურის შექმნაში ერთდროულად 3 თითი მონაწილეობს - ცერა, საჩვენებელი და შუა თითი. ეს ჟესტი გვიჩვენებს, რომ ადამიანი სიტუაციას აკონტროლებს და საკუთარ წესებს კარნახობს, სამყარო კი მას იცავს.