ყველაზე მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშნები
რომელი ნიშანი შეესაბამება სიყვარულის მძლავრ პლანეტას, ვენერას? რომელ დღეს არის უმჯობესი პაემნის დანიშვნა? გაიგეთ ყველაფერი ჩვენი სტატიის მეშვეობით!
ასტროლოგიაში ვენერა ცნობილია, როგორც ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების, ფულთან დამოკიდებულების, გრძნობების, სიმპათიის წარმოშობასთან დაკავშირებული პლანეტა.
როგორ ვლინდება ვენერა ადამიანში?
ვიზუალური მიმზიდველობის მეშვეობით ადამიანის ყურადღების მიქცევა - ალბათ, ყველაზე ლაკონური ახსნაა. სინამდვილეში, ვენერა მეთოდურად და აქტიურად, მენტალურ დონეზე მუშაობს ”შემფასებლად”, აკეთებს არჩევანს პრინციპით ”მომწონს - არ მომწონს”. ვენერა გარეგნობას აფასებს. არ გამოეპარება ვიზუალში პატარა ცვლილებაც კი, იქნება ეს ახალი ვარცხნილობა თუ მაკიაჟი.
ვენერასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ნიშნებია კურო და სასწორი. თუმცა, სტიქიებისა და ხასიათის განსხვავებულობის გამო, ვენერა თითოეულში სხვადასხვაგვარად ვლინდება. კუროში - მატერიალურ კომფორტსა და სიამოვნებაზე აქცენტით, სასწორში კი - დიპლომატიითა და კომპრომისულობით. ასევე, ძლიერ ზემოქმედებს სიყვარულის პლანეტა თევზებზე, სადაც ვენერა უფრო ნაზი და შემოქმედებითი ხდება.
ვენერასთვის განკუთვნილი დღე - პარასკევია. ეს გახლავთ სასიყვარულო შეხვედრებისთვის, შერიგებისთვს, მოლაპარაკეკებისთვისა და სასურველი ნივთების შეძენისთვის საუკეთესო დღე. ნუმეროლოგიაში ვენერას ციფრი 6 შეესაბამება. ლითონი - რბილი და ყველასათვის საჭირო სპილენძი.
სხეულის ნაწილი, რომელიც ვენერას შეესაბამება, გახლავთ, ყელი, კისერი - კუროს ენერგოცენტრი. შინაგანი ორგანო - თირკმელი, რომელიც სასწორებს განეკუთვნება და მთელ ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მთლიანობაში, ვენერას ორივე ადგილას პირდაპირი კავშირი აქვს ყველასათვის ცნობილ სამედიცინო ცნებასთან - ”ნივთიერებათა ცვლასთან” - სწორ მიდგომაში. და ის, რომ ვენერას შესატყვისი გახლავთ ტკბილი გემო, ძალზედ სიმბოლურია.