საბავშვო ჰოროსკოპი: რა აინტერესებს თქვენს შვილს?
ასტროლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია იოლად შეურჩიოთ ბავშვს წიგნი ან რომელიმე წრე, სადაც ის თავის ნიჭს სრულად გამოავლენს.
ვერძი
პატარა ვერძს ძალიან უყვარს ბურთით თამაში, ველოსიპედი და სხვა სორტული გართობა. ასეთი ბავშვისთვის წიგნები ფერადი გაფორმებით უნდა იყოს, ამასთან, სახალისო.
პატარა ვერძები ხშირად იცვლიან ჰობის და ყოველ ახალ გატაცებას სერიოზულად უდგებიან - დღეს შეიძლება თვითმფრინავის მოდელები ააწყონ, ხვალ კი თაბაშირის ბარელიეფები დაამზადონ.
კურო
კუროს ნიშნით დაბადებულ ბავშვის ყველა სათამაშო სხვადასხვანაირი უნდა იყოს, ხელთ ჰქონდეს გასართობი ინტელექტუალური თამაშები, წიგნები, კონსტრუქტორები, ასევე, ზღაპრებისა და ლექსების აუდიო ჩანაწერები.
ვერძი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ბავშვია, მას უყვარს ქარგვა, პატარა დეტალებთან მუშაობა და ძერწვა.
ტყუპები
ამ ბავშვებს უყვართ ისეთი თამაშები, სადაც ლოგიკა და აზროვნებაა საჭირო. მათ ყოველთვის როდი ყოფნით მოთმინება, თუმცა, შემოქმედებითი საქმიანობისგან არ იწყენენ.
მნიშვნელოვანია, რომ ტამაშები ბაზრის სიახლეს წარმოადგენდეს: საბავშვო კომპიუტერები, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე სათამაშოები და სამეცნიერო ნაკრები ცდებისთვის - მიკროსკოპი და ელექტრონული სტენდები.
კირჩხიბი
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბავშვებს უყვართ გამოგონილ მეგობრებთან და ცხოველებთან თამაში. უნდა მისცეთ საშუალება, სააბაზანოში ან გასაბერ აუზში იჭყუმპალაოს - წყლის პროცედურები მათი საყვარელი გართობაა.
გარდა ამისა, პატარა კირჩხიბებს უყვართ დიდების ქმედებების იმიტირება. ასეთ ბავშვს მოეწონება საპარიკმახერო ან სამედიცინო ნაკრები.
ლომი
განსაკუთრებულ სიხარულს პატარა ლომს ისეთი თამაშები მოუტანს, სადაც ის გამარჯვებული გამოვა - ბადმინტონი, ჩოგბურთი, ფეხბურთი. ასევე, მათ უყვართ ხატვა, ველოსიპედით სეირნობა. წიგნები აუცილებლად სათავგადასავლო უნდა იყოს.
როგორც წესი, ასეთ ბავშვებს ყველაფერი კაშკაშა და ბრჭყვიალა უყვარს, ამიტომაც, სათამაშოც შესაბამისი უნდა იყოს.
ქალწული
პატარა ქალწულებს ყველაზე მეტად ბუნებაში გასეირნება, ასევე კონსტრუქტორებით თამაში უყვართ. გოგონები ხელსაქმით არიან დაკავებული, ბიჭუნები - მუდამ რაიმეს აწყობენ.
გარდა ამისა, პატარა ინტელექტუალებს ძალიან უყვართ სამყაროს შეცნობა. 3 წლის ბავშვსაც გაუხარდება მოსაუბრე გლობუსის საჩუქრად მიღება, სკოლამდელი ასაკის ბავშვი კი საათობით დაათვალიერებს ლამაზად გაფორმებულ ენციკლოპედიას.
სასწორი
პატარა სასწორებს ინტელექტუალური თამაშები, საინტერესო წიგნები და კონსტრუქტორები უყვართ. გარდა ამისა, მათ ჰარმონია და სილამაზე სურთ, ამიტომ ბავშვობიდანვე უნდა განუვითაროთ ესთეტიკური შესაძლებლობები.
ასევე, მათ სამაგიდო თამაშები მოსწონთ - დომინო, მონოპოლია. ლამაზად გაფორმებული ეს სათამაშოები მათ აღაფრთოვანებთ.
მორიელი
პატარა მორიელები კარგად ერთობიან წყალში, ამიტომაც გასაბერი სათამაშოები ან გემები, უბრალო ჭყუმპალაობაც კი დიდ სიხარულს ანიჭებთ. ძალიან მოძრავი ბავშვები არიან და უყვართ სპორტული თამაშები.
ასევე, იტაცებთ პატარა დეტალების აწყობა, ამიტომ, დიდი სიამოვნებით აწყობენ პაზლებს. იდეალურად მოუხდებათ თავსატეხები და მაგნიტური კონსტრუქტორებიც.
მშვილდოსანი
პატარა მშვილდოსნები დიდი გატაცებით მოუვლიან შინაურ ცხოველებს, უყვართ ბუნებაში გასეირნება - უმჯობესია, ველოდიპედით.
ამ აქტიურ ბავშვებს შესანიშნავად მოუხდებათ მუსიკალური სათამაშოები და მოძრავი თამაშები. ასევე, გაუხარდებათ საღებავების ან პლასტელინის ნაკრები.
თხის რქა
პატარა თხის რქა სიამოვნებით თამაშობს ბაღში, ხატავს, აწყობს ციხესიმაგრეებს კუბიკებისგან. უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი როგორც შემოქმედებითი, ასევე პრაქტიკულები არიან.
ასევე, ბავშვი, რომელსაც სპორტი არ უყვარს, აღფრთოვანდება სამაგიდო თამაშებით, კუბიკ რუბიკით, წიგნი-პაზლებით, რებუსებით.
მერწყული
ასეთ ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ განმავითარებელი თამაშები, კონსტრუქტორები, სათავგადასავლო და ფანტასტიკის ჟანრის წიგნები. მას არ დააინტერესებს თოჯინები და სათამაშო კურდღლები. შინაურ ცხოველს კი სიამოვნებით მოუვლიან,
პატარა მერწყულს უკვე 3 წლის ასაკში არ სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის, აი ნამდვილი ნოუთბუქისა და ტელეფონის ქონა კი უკვე პირველივე კლასიდან სურს.
თევზები
პატარა თევზები ძალიან მეოცნებეები არიან, ამიტომაც უყვართ ტამაშები, სადაც მათთვის სივრცე და ფანტაზია იხსნება. როგორც წესი, ძალიან მუსიკალურები არიან, ამიტომაც ხშირად ჩაურთეთ საყვარელი სიმღერები და მელოდიები.
უყვართ გაფერადება, ეცადეთ, რომ ხელთ მუდამ ჰქონდეთ ფლომასტერები და სახატავი რვეული.